Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

თარიღი : 17-05-2016, 12:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
14 მაისს ხარაგაულის მუნიციპალტეტის გამგეობის, ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“(დირექტორი ეკა შავიძე) ინიციატივითა და დაბის N3 საჯარო სკოლის (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნანა კვინიკაძე) მხარდაჭერით, ხარაგაულში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. სამედიცინო აქცია საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ არსებულმა სამედიცინო ბრიგადამ განახორციელა.
http://topnews.com.ge/photo/news/20160517124711.png


აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ მოემსახურნენ თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების მაღალკვალიფიციური ექიმები: კარდიოლოგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი, გინეკოლოგი, ოტოლარინგოლოგი. პაციენტებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები. მათ ასევე, საჭიროებისამებრ, დაურიგდათ მედიკამენტები, რომელიც შპს „ავერსმა”გადასცა ასოციაციას. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბერძნული სამედიცინო ფონდ „ჰიპოკრატეს“ ექიმებმაც. მობილურ ბრიგადას თან ახლდა, ასოციაციის თავმჯდომარე ქალბატონი მაია კვეზერელი-კოპაძე და ამავე ორგანიზაციის ბუღალტერი ნონა სოსანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ უკვე 23 წლია საქველმოქმედო პროგრამებს ახორციელებს. ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ჯანმრთელობის დაცვა გახლავთ. ასოციაციასთან არსებული მობილური სამედიცინო ბრიგადა მსგავს აქციებს მოსახლეობისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავს.


ნანახია: 2066-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოკვლევების ჩატარება ხარაგაულში მცხოვრებ ნებისმიერ პირს შეუძლია.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, პედიატრი და გინეკოლოგი იღებს. აქციის
აქცია თერჯოლის გამგეობის ორგანიზებით გაიმართება.
აქცია „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურმა ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და
მაღალკვალიფიციური ექიმების კონსულტაცია მიიღო აქციაზე მისულმა ყველა მოქალაქემ.

ამინდი