Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

თარიღი : 17-05-2016, 12:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
18 მაისს საქართველოში ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებებია დაგეგმილი.

topnews.com.ge გთავაზობთ ღონისძიებების პროგრამას:

მცხეთა - 15:00 საათზე „ბებრის ციხიდან“ დაიწყება მსვლელობა და გადაინაცვლებს „სვეტიცხოვლის“ ტაძართან. ადგილზე მოეწყობა საჩვენებელი წარმოდგენები.

თბილისი - 16:00 საათზე „აბანოთუბნის“ ტერიტორიაზე გაიმართება გამოფენები და გალა-კონცერტი.

გორი - 13:00 საათზე დაიწყება ღონისძიება წერეთლის ქუჩაზე. 14:00 საათზე დაიწყება მსვლელობა, ეროვნული სამოსით, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან წერეთლის ქუჩამდე. წერეთლის ქუჩაზე მოეწყობა გამოფენები, უამრავი საჩვენებელი წარმოდგენა და 16:00 საათზე დაიწყება გალა-კონცერტი.

კასპი - 12:00 საათზე დაიწყება მსვლელობა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიიდან და გაგრძელდება გიორგი სააკაძის მოედნამდე,სადაც გაიმართება ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით.

ქუთაისი - 14:00 საათი. ოქროს ჩარდახი. იგეგმება ძალიან საინტერესო ღონისძიება, ლექცია, ქართული სამოსის განვითარებასთან დაკავშირებით, უამრავი სურპრიზი დამსწრე საზოგადოებისთვის და სხვა ძალიან საინტერესო და სანახაობრივი აქტივობა.

ზუგდიდი - 15:00 საათზე, ბოტანიკური ბაღის შიდა ტერირორია. იგეგმება გამოფენები და საინტერესო აქტივობები.

ეროვნული სამოსის დღე საქართველოში პირველად აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი (ეროვნული სამოსის დღე) არ მოიცავს მხოლოდ დედაქალაქს, ის გათვლილია რეგიონებზე, რათა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთოს.

"საქართველოს თითოეულ კუთხესა თუ ქალაქს საკუთარი დამახასიათებელი სამოსი გააჩნია, რომელიც მდიდარია ეროვნული მოტივებით. სამოსში გარკვეული ეპოქის შესაბამისად, უშუალოდ ქვეყნისა და საზოგადოების ყოფა-ცხოვრება, მისი პოლიტიკურ-ისტორიული ღირებულებები იკვეთება. ამიტომ აღნიშნული პროექტი (ეროვნული სამოსის დღე) არ მოიცავს მხოლოდ დედაქალაქს, ის გათვლილია რეგიონებზე, რათა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთოს ამ ღონისძიებებში. სხვადასხვა რეგიონს საშუალება მიეცემა, სააშკარაოზე გამოიტანოს საკუთარი შესაძლებლობები, ამასთან, ფოლკლორისა თუ ქორეოგრაფიის, მხატვრობის და სხვა მსგავს სფეროში რეგიონებში მოღვაწე ხელოვანების პოპულარიზაცია მოხდეს".


ნანახია: 3065-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 16:00 საათზე, სასტუმრო 'ბაგრატი 1003'-დან დაიწყება.
ეროვნულ თემატიკას მიეძღვნა რეწვისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მსვლელობა ფოლკლორული კონცერტით დასრულდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 17-18 მაისს იმერეთის რეგიონსს ეწვევა.
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.

ამინდი