Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მეორე სამუსიკო სკოლა 'მომავლის ვარსკვლავების' ვარსკვლავის მფლობელი გახდა

თარიღი : 17-05-2016, 11:24 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალმა-ზ.ფალიაშვილის სახელობის N2 სამუსიკო სკოლამ თბილისში, ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავების“ დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ფესტივალის ვარსკვლავი აიღო. აღნიშნული ვარსკვლავი სამუსიკო სკოლამ ჟანრობრივი მრავალფეროვნებისა და ნოვატორული ექსპერიმენტისათვის დაიმსახურა.

„მომავლის ვარსკვლავები“ წარმატებული აღმოჩნდა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვისაც. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ დაჯილოდვებაზე სკოლის მოსწავლემ გიორგი ჭეიშვილმა პოლიფონიური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის დიპლომი და სპეციალური პრიზი მიიღო. წარმატებული ექსპერიმენტისათვის განსხვავებული პრიზით დაჯილდოვდა სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა კვინტეტი, ხოლო ვიტალი კენჭაძემ ფესტივალის ვარსკვლავი დაიმსახურა.

წლის საუკეთესო კონცერტმაისტერის წოდება და სპეციალური პრიზი მიიღო სამუსიკო სკოლის პედაგოგმა ნანა დოღონაძემ.


ნანახია: 3073-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისიდან 4 მოსწავლის გამგზავრება ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ უზრუნველყო.

ამინდი