Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ისტორიის ამსახველი მუზეუმი მუშაობას ახალ შენობაში განაგრძობს

თარიღი : 16-05-2016, 19:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
18 მაისს, 11:30 სთ-ზე, ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის- დ. მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმის ახალი შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

8 წლის განმავლობაში შენობის გარეშე მყოფი მუზეუმი თავს სხვადასხვა დაწესებულებას აფარებდა. დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი 1993 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის მერიის №761 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაში განთავსდა.

1995 წელს მუზეუმს გადაეცა შენობა ცისფერყანწელთა №7-ში, რომლის დემონტაჟი 2008 წელს, ქალაქის ისტორიულო უბნის რეაბილიტაციის დროს განხორციელდა. 2008 წელს მუზეუმი ჯერ ზ.ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში, ხოლო შემდგომ გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის შენობაში განთავსდა. 2014 წლიდან მუზეუმი დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ფუნქციონირებდა, სადაც ერთი ოთახი ჰქონდა დათმობილი.

ქუთაისის საკრებულოს დადგენილებისა და ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველის მიმართვის საფუძველზე, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს ნიუპორტის ქუჩა №7 -ში მდებარე ფართი გადასცა. ფართის მუზეუმის ბალანსზე გადასვლის შემდეგ, ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.

ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმის ფუნქციას ქალაქის ისტორიის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის მოპოვება და არქივირება წარმოადგენს.

ამჟამად, მუზეუმის ფონდში დაცულია 5000 ფოტოსურათი, 300 000 ფოტონეგატივი, 110 კომპაქტდისკი 30 000 კადრით, 40 ყუთი 16მმ-იანი და 5 ყუთი 35მმ-იანი კინოფირი, რომლებზედაც ასახულია ქუთაისის ყოფა-ცხოვრების ასწლოვანი ისტორიის კადრები.

მუზეუმში ინახება ათეულობით ათასი ფოტონეგატივი და ათასობით ფოტოსურათი, რომელთა დამუშავება-იდენტიფიკაცია პერიოდულად მიმდინარეობს.


ნანახია: 928-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დ. მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს ქალაქის ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მუზეუმის საქმიანობას ქალაქის
შენობის გარეშე დარჩენილი მუზეუმი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში არსებულ სხვადასხვა დაწესებულებას აფარებდა თავს.
ა(ა)იპ 'ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება' 1-ელ ოქტომბერს 12:00 საათიდან 20:00
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
გაერთიანებამ საახალწლო კონცერტი ოპერის თეატრში გამართა.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს დეპუტატებმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და იქ არსებულ
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
ქუთაისში, იოანე პეტრიწის მეორე ჩიხში ბეტონის საფარი არ არის. ქუჩის ერთ-ერთი მოსახლე ამბობს, რომ აღნიშნულის გამო ჩიხში შესვლას თავს ტაქსებიც არიდებენ.
მიმდინარე წლის ბიუჯეტმა 54 მილიონი შეადგინა
ქუთაისის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. ფრაქციის

ამინდი