გაზიფიცირება, გამრიცხველიანება, საბაგირო გზების მოწყობა-სამუშაოები ჭიათურაში
თარიღი : 16-05-2016, 17:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის გაფართოებულ თათბირზე, რომელსაც სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან ერთად, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ მოისმინა ინფორმაციები მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ და მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც ,,ენერგო პრო“-ს ადგილობრივმა მენეჯერმა განაცხადა, ჭიათურის სოფლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება აქტიურად მიმდინარეობს და მიმდინარე წელს 3 ათასზე მეტი აბონენტი გამრიცხველიანდება. 'სოკარ ჯორჯია გაზის" ჭიათურის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ წელს მთლიანად დასრულდება ქალაქის პერიფერიული ზონებისა და 4 სოფლის შუქრუთის, პერევისის, ითხვისისა და კალაურის გაზიფიცირება.
ჭიათურაში წყალმომარაგების კუთხით არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად 2016 წელს რამდენიმე მილიონი გაიხარჯება. იგეგმება მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც მთლიანად ქალაქის წყალმომარაგების პრობლემას გადაჭრის. როგორც ადგილობრივი სერვის-ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.
შპს "ბაგირგზების" ხელმძღვანელის ინფორმაციით კი ტენდერი გამოცხადდა საბაგირო გზის ცენტრალური სადგურის დემონტაჟზე. რამაზ ყიფშიძის თქმით ახალი ბაგირგზების მშენებლობა ივლისის შუა პერიობიდან დაიწყება. ასფალტირებული გზების მშენებლობა უკვე დასრულდა ზოდის მიმართულებით, ხვაშითისა და რგანი-ხრეითის მიმართულებით კი სამუშაოები გრძელდება. ახალი საბავშვო ბაღები აშენდა სოფელ მანდაეთსა და თვალოეთში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა მიმდინარეოს სოფელ თაბაგრებსა და ბერეთისაში.
სულხან მახათაძემ გამგებლის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების შესახებ. გამგებელმა წარმომადგენლებს მოსახლეობასთან მაქსიმალური კოორდინაციისკენ მოუწოდა.
გაფართოებული თათბირი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოწვევით თვეში ერთხელ იმართება.