ქუთაისში, ტანვარჯიშის სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა
თარიღი : 16-05-2016, 17:44 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, ტანვარჯიშში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა, რომელიც 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჩემპიონატში ქუთაისელი, ბათუმელი და თბილისელი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.
ტანვარჯიშის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ტანვარჯიშის სკოლას ფედერაციამ სპორტული ინვენტარი (ორძელი, ტაიჭი, რგოლების იარაღი, ღერძი და სპორტული ლეიბები) გადასცა.
ქუთაისის ტანვარჯიშის სკოლა ევროპული სტანდარტების შესაბამისია და აქ ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის გამართვაა შესაძლებელი.