"ქუთაისის მერმა ქალაქის ბიუჯეტით პიარის გაკეთება დაიწყო"

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელები ქუთაისის მერს თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
"ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, ქუთაისის მერიამ 33 600 ეგზემპლარი გაზეთი დაბეჭდა სახელწოდებით "ანგარიში ხალხს", რომელიც წინასაარჩევნოდ და პიარისთვისაა განკუთვნილი.
ბარათაშვილის განმარტებით, ტენდერი რომლის მიხედვითაც აღნიშნული გაზეთის დაბეჭდვა უნდა განხორციელებულიყო, დღესაც მიმდინარეობს, სადაც შ.პ.ს "ქოლორმა" უკვე დაბეჭდილი გაზეთი 10 230 ლარად უნდა დაბეჭდოს, ხოლო აღნიშნულ გაზეთზე მითითებულია, რომ ტენდერში შპს "ფავორიტი სტილმა“ 11 422 ლარად გაიმარჯვა.
ქუთაისის მერიაში აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ის ტენდერი რომლის მიხედვითაც "ანგარიში ხალხს" დაიბეჭდა, უკვე დასრულდა და ამ დროისთვის მეორე ტენდერი მიმდინარეობს, რომელზეც "ევროპა ჩვენი სახლია" საუბრობს და რომლის მიხედვითაც დამატებით, გაზეთის 33 00 ეგზემპლარის დაბეჭდვა იგეგმება.