რატომ არ უნდა პოლიტიკოსობა ბიზნესმენ ამბერკი დვალიშვილს?
თარიღი : 16-05-2016, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

„მე პარტია ,,ქართული ოცნების“ წევრი ვარ და ვამაყობ ამით, რადგან მათთან ერთად ვიბრძოდი „ნაციონალების“ დასამარცხებლად, თუმცა ჩემი გათვლა არ ყოფილა შემდეგ აქტიურ პოლიტაში ჩართვა ან თანამდებობისთვის ბრძოლა. რაც შეეხება ჩემს სტატუსებს, ვაქვეყნებ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და მზად ვარ, გვაკრიტიკო მთავრობის ნებისმიერი წევრი არასწორი სიტყვის ან ქმედებისთვის თუ ეს საჭირო იქნება და ასევე, მზად ვარ ჩემი თვალსაზრისი გავუზიარო მათ პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით,“ -აღნიშნულ განცხადებას ბიზნესმენი ამბერკი დვალიშვილი აკეთებს.
ამბერკი დვალიშვილი 2012 წლის სექტემბრიდან პარტია ,,ქართული ოცნების“ წევრია. როგორც თავად ამბობს, აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას არ ეწვა, თუმცა ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის შემცველი სტატუსების გამოქვეყნებით გამოირჩევა. გეგმავს თუ არა ბიზნესმენი აქტიურ პოლიტიკაში წასვლას? აღნიშნულ თემაზე Topnews.com.ge ამბერკი დვალიშვილს დაუკავშირდა.
„ქვეყანაში ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი. ერთ-ერთი ასეთია ჩვენი სვლა ნატოსკენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ვეთანხმები თამაზ მეჭიაურს. არ შეიძლება დაკარგული ტერიტორიებით ,,ნატოში“ შესვლა. არც იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ნატოს ჯარი რუსეთს დაუპირისპირდება და აიძულებს მათ დათმობას. ,,ნატო“ კარგია, მაგრამ იქ უნდა შევიდთ როგორც მთლიანი სახელმწიფო. საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენები აქვს- მაგალითად, ისრაელი ,,ნატოს“ წევრი ქვეყანაა, მაგრამ მასში შემავალი ქვეყნებიდან ყველა არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას. ასე, რომ ნატოში შესვლა ვერ გადაჭრის ჩვენს პრობლემას. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ყველა ვინც სიმართლეს ამბობს, დამნაშავეა.
როგორ შეაფასებთ წინასაარჩვნო გარემოს?
სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენთან ყველას პოლიტიკოსობა და მმართველობა უნდა. სინამდვილესი 3,5 მილიონი ვართ და 15 ადამიანი ვერ მოვძებნეთ ნორმალურად რომ მართოს ქვეყანა. არც ქველმოქმედება და ეკლესიის შენებაა პოლიტიკოსობა. ბურჭულაძეს დიდ პატივს ვცემ იმით, რასაც საქმიანობს ხელოვნებაში, მაგრამ რას იზამს პოლიტიკაში, ეს სხვა საქმეა. ჩემი აზრით, ქველმოქმედება არაა ფონდის შექმნა და ისე ადამიანების დახმარება, ეს ორგანიზატორობა უფროა. ქველმოქმედებაა, როცა შენი სახსრებით ეხმარები სხვებს და ასეთად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს. ასეთი იყო მამაჩემი რეზო დვალიშვილი, რომელიც უანგაროდ, საკუთარი სახსრებით ეხმარებოდა ქალაქს.
თქვენი, როგორც პარტიის წევრის აზრით, როგორია პარტია ,,ქართული ოცნების“ შანსი არჩევნებზე?
პარტია ,,ქართულ ოცნებას“ სჭირდება სერიოზული გადახალისება, თუმცა მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ არჩევნებს მოიგებს. მე არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ დამნაშავე ყველა უნდა დაისაჯოს და ეს ხალხმა უნდა ნახოს. თუ მმართველი ძალა ამას ვერ აკეთებს, მაშინ უნდა აღიაროს. ჩემი აზრით, კოაბიტაციამ დაგვღუპა. არჩევნებს მოიგებს ,,ქართული ოცნება“ იმიტომ, რო, ხალხს არ უნდა „ნაციონალების“ დაბრუნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მერე ქვეყანას სწორად ვმართავთ. მარტო ხელისუფლებაში მოსვლა არაა საქმე, უნდა შეირჩეს ისეთი კადრი, რომელიც ქვეყანას წინსვლაში დაეხმარება.
დღეს, საქართველოში არავის არავინ არ მოსწონს, ყველა ყველას ლანძღავს. რატომ ვეღარ ვიტანთ ქართველები ერთმანეთს? იმიტომ, რომ ვერ ვეგუებით წარმატებულ ადამიანებს. აი, ამ ყველაფრის გამო არ მინდა აქტიურ პოლიტიკაში მოსვლა, რადგან რაც არ უნდა გააკეთო, მაინც ცუდად გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ პარტია ,,ქართული ოცნების“ წევრი ვარ, ყველა ჩემს განცხადებას ვაკეთებ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და ბიზნესმენი, რომელსაც ქვეყნის მომავალზე გული შეტკივა.