ქუთაისში, მე-19-ე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა
თარიღი : 16-05-2016, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, ე.წ. წითელ ხიდთან მდებარე მე-19-ე საუკუნის ძეგლი, რომელიც რომელიც კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაშია შეტანილი დანგრევის პირასაა. ამავე შენობაშია განთავსებული წყლის საქაჩი დანადგარი, რომელიც შენობის საძირკვლის დაზიანებას იწვევს. დანგრევის პირას მყოფ ძეგლთან დაკავშირებით ინფორმაციას "გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ავრცელებს. ცამციშვილი ხელისუფლებას რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნული შენობის რეაბილიტაციას ადგილზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განთავსების მიზნით გეგმავდა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი "მირზაანის" ყოფილ შენობაში განთავსდება.