Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იუსტიციის სახლის ოპერატორის შეურაცხყოფისთვის მოქალაქეს სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თარიღი : 16-05-2016, 09:17 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
იუსტიციის სახლის თანამშრომლის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ი.ჩ-ს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისთვის, სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოქალაქე ი.ჩ იუსტიციის სახლში მას შემდეგ დააკავეს, რაც მომსახურების მისაღებად მისულმა იუსტიციის სახლის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოპერატორმა დახმარებისთვის იუსტიციის სახლის მენეჯერს მიმართა, რომელმაც მოქალაქის დამშვიდება სცადა და სხვა ოპერატორის მომსახურება შესთავაზა, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. მოგვიანებით კი, იმ მოტივით, რომ მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებოდნენ, ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

საპატრულო პოლიციამ მოქალაქე ი.ჩ, რომელიც აგრესიულად იქცეოდა, ადგილზე დააკავა და სასამართლოში გადაიყვანა. პოლიციამ ახსნა-განმარტება ჩამოართვა, როგორც იუსტიციის სახლის ოპერატორს, ისე დაკავებულ პირს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ანა ჩხეტიამ მოისმინა, როგორც დაკავებული პირის ი.ჩ-ს, აგრეთვე საპატრულო პოლიციის ახსნა-განმარტება. მოწმის სახით დაიკითხა თბილისის იუსტიციის სახლის ოპერატორი.

სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო მოქალაქე ი.ჩ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე და ამავე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა (100 ლარის ოდენობით) დააკისრა.


ნანახია: 916-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმ ადგილს, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს, 12:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოინახულებს.
ორგანიზაციის წევრები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც
წულაია გუშინ საპატრულო ეკიპაჟთან სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს
პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულ შოთა ჟვანიას, ომარ ჟორჟოლიანს, რამაზ ჯავახაძესა და გრიგოლ ახვლედიანს ქუთაისის
2013 წლის იანვრიდან ივნისამდე მონაკვეთში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მოქალაქეებს 31 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა
2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ
დაშავებული ქალბატონო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სოფელში მცხოვრებლების თქმით, წყლის მოსაპოვებლად მათ რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უხდებათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერის სტატუსის მოსაპოვებლად სულ ათი კანდიდატი იბრძოლებს.

ამინდი