Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბიზნესმენი ახლო ხედით'–ლევან ჭავჭანიძე

თარიღი : 15-05-2016, 18:14 | კატეგორია: ახალი ამბები, ვიდეორეპორტაჟი   
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას- ,,ბიზნესმენი ახლო ხედით“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.

რუბრიკის მორიგი სტუმარი კაფე-კინო ,,ბრაზერსი“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჭავჭანიძეა.
კაფე-კინო ,,ბრაზერსი“ სულ რამდენიმე თვეა რაც გაიხსნა ორი მეგობრის–თორნიკესა და ლევანის მონდომებითა და ერთობლივი სურვილით. როგორც ისინი ამბობენ, აქვთ უამრავი იდეა, მაგრამ მორგება უწევთ ქალაქსა და მომხმარებლებზე, რადგან მათივე თქმით, საზოგადოება სიახლეს ძნელად იღებს. ქალაქში მსგავსი მომსახურება, რასაც ,,ბრაზერსი“ სთავაზობს იქ მისულ დაინტერესებულ პირებს, არ არსებობდა. მეგობრების თქმით, იდეაც აქედან გაჩნდა. კაფე-კინო დაბალი ფასებით მაღალი ხარისხის კინოჩვენებებს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. დამფუძნებლების თქმით, ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომია ასევე, აქვთ სპეციალური ტარიფები სტუდენტებისთვის და 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის. ლევან ჭავჭანიძის თქმით, ფასების გარდა, სეანსების დროც ქალაქის ინტერესებზეა მორგებული. კაფე-კინო ამჟამად განახლების პროცესშია. ადგილზე ფეხბურთის ტრანსლაციისთვის ემზადებიან, შემოდგომისთვის კი განახლებული დიზაინით აპირებენ სეზონის გახსნას.

,,მსგავსი კინო-კლუბის შექმნის იდეა სტუდენტობიდან მქონდა. უბრალოდ შესაფერის დროსა და საშუალებას ვეძებდი მის განსახორციელებლად. ჩემი უახლოესი მეგობარი თორნიკე იყო, თან ამ სფეროშიც ჰქონდა მუშაობის გამოცდილება და დავიწყეთ ერთად საქმის კეთება. ორივეს მრავალმხრივი გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში მუშაობის, თუმცა საერთო საქმისთვის ყველაფერს თავი დავანებეთ და მთლიანად აქეთ გადმოვერთეთ. გვინდოდა ჩვენი ნიშა გვქონოდა, ადგილსაც შესაფერის ვეძებდით-ძველებური, ახალთან მორგებული. ქალაქში ერთადერთი ადგილია ,,ბრაზერსი“, სადაც ინტერიერში ექსტერიერი გვაქვს მოწყობილი. აგურიც ძველებურია და სპეციალურად მოვიძიეთ. ყველაფერი ჩვენი ხელითაა გაკეთებული, ყველა საქმეში ვიღებდით მონაწილეობას. გარდა ამისა, აქაურობა მთლიანად ჩემი დიზაინითაა მოწყობილი. ჩემს ნახაზებს პირველ რიგში თორნიკეს ვაჩვენებდი და ყველა დეტალს ერთად ვასწორებდით. გვინდოდა მშვიდი, მყუდრო გარემო შეგვექმნა და ეს პატარა სივრცე მაქსიმალურად აგვეთვისებინა. სამომავლოდ ვაპირებთ განახლებას და კიდევ უფრო მეტ რამეს შევთავაზებთ ჩვენთან მოსულ ადამიანებს- გვექნება პატარა სცენა, სადაც ნებისმიერი ტიპის საღამოს გამართვა იქნება შესაძლებელი, ასევე მთლიანად გარდაიქმნება კაფის დიზაინი.

ქალაქში, სადაც უფრო პრივილეგირებულად ვიტრინებში აფიშირება ითვლება, ჩვენ ვცდილობთ მიწის ქვეშ შევქმნათ მყუდრო გარემო დასვენებისა და განტვირთვისთვის. გვინდა გავაკეთოთ ასევე, ძველი ფილმების ჩვენების დღე, სადაც იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური კინოკლასიკა. რაც შეეხება ფილმებს, ძირითადად რუსეთში ვყიდულობთ ჩვენი მეგობრის დახმარებით. გვქონია პრემიერებიც, მაგრამ დაინტერესება მაინც ნაკლები ყოფილა და იმ ფონზე, როცა მისი შეძენა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ხალხს მაინც ურჩევნია კომპიუტერში უყუროს, როცა დაიდება. ამიტომ, ვფიქრობთ თავს შევიკავებთ ამ თანხების დახარჯვისგან. ვფიქრობ, საიტზე ფილმების ჩვენებამ კინოში წასვლის კულტურა გააქრო და ეს არაა მხოლოდ ქუთაისის პრობლემა.

მთელი გულით ვარ ჩართული ამ საქმეში, რადგან ორივეს გვინდა, რომ კარგი გამოვიდეს. აქაურობისთვის ნახაზების შექმნა დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის, რადგან არქიტექტურა და დიზაინი ბავშვობიდან მიყვარს. ასევე, ვმუშაობ ხეზე, მხოლოდ ვაზზე. ლანდშაფტის დიზაინიც მიყვარს და ჩემი ეზოც მოვაწყვე. გამომდინარე იქედან, რომ სულ აქ ვართ, თავისუფალი დროის ნაკლებობის გამო, მეგობრებსაც აქ ვმასპინძლობთ ხოლმე. მიყვარს ველოსიპედით სეირნობა და როცა ვახერხცბთ, აუცილებლად გავდივართ ქალაქგარეთ. ბევრ სამსახურში მიმუშავია, რამაც ადამიანების ცნობა და მათთან ურთიერთობა მასწავლა,ყველაფერი ეს კი მეხმარება ჩემი საქმის კეთებაში, “--განაცხადა Topnews.com.ge-სთან საუბარში ლევან ჭავჭანიძემ.

ლევან ჭავჭანიძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას,topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.

ჩემი პირველი სამსახური იყო -რევოლუციამდე, წინასაარჩევნოდ კამპანია ,,კარდაკარში“ ვიღებდი მონაწილეობას.

პირველი ხელფასი იყო
- ,,კარგადაკარ“ პროგრამაში მონაწილეობისას მქონდა 250 ლარი და მინდა გითხრათ, რომ დიდი მონდომებითაც ვმუშაობდი.

ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო - დღევანდელი გადასახედიდან საერთოდ არ ჩავაბარებდი საქართველოში. ბავშვობაში კრიმინალისტიკაც მომწონდა, თუმცა მე როცა ვაბარებდი ტურიზმი სიახლე იყო და მაგიტომაც გადავწყვიტე მისი შესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ კარგ თეორიულ ცოდნას გვაძლევდნენ, მცირე პრაქტიკული მუშაობები გვქონდა.

სამსახურში მივდივარ-გააჩნია რა საქმე გვაქვს მოსაგვარებელი იმ დღეს, მისვლაც შესაბამისად მასზეა დამოკიდებული, მაგრამ წამოსვლით შეიძლება შუაღამეს მოგვიწიოს წამოსვლა.

სამსახურში დღეს ვიწყებ-არ გვაქვს ერთი სტანდარტული გეგმა. რა თქმა უნდა, ვგეგმავთ დღეს და აქაურ საქმეებს ვაწესრიგებთ, რადგან ამ ეტაპზე დამხმარე პერსონალი არ გვყავს.

როცა პენსიაზე ვიქნები
- ხშირად მიფიქრია ამაზე. ცოტა რთულია, რადგანაც არ შემიძლია ტყუილად ყოფნა და ვფიქრობ, ისეთ რაღაცას გავაკეთებ, რომ აქტიური მოხუცი ვიქნები და არ ვიქნები სხვაზე დამოკიდებული.

ყველაზე მეტად მეშინია -ჩემს ახლობლებს და ოჯახის წევრებს არ დაემართოთ რაიმე ცუდი.

ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა - ეს სურვილი ახლაც მაქვს-მინდა გავაკეთო პატარა მუზეუმი სახლში, სადაც გამოვფენდი ჩემი ოჯახის წევრებისა და წინაპრების ნივთებს და როცა შევალ, სულ ისინი გამახსენდებიან ხოლმე.

კარიერის მისაღწევად საჭიროა-შრომა და რისკი. არ უნდა დაიზარო შრომა და არასოდეს არ უნდა დანებდე, მიუხედავდ სირთულეებისა.

საყვარელი სადღეგრძელო- ტკბილი მოგონებების, რომელსაც ძირითადად სამეგობროში ვსვამთ ხოლმე.

ინფორმაციას ვიღებ --ინტერნეტით და მომხმარებლებთან ურთიერთობით.

ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი
-იტალია, რადგანაც არქიტექტურის მხრივ ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ –როცა ვმუშაობ ან რაღაცას ვხაზავ.

საყვარელი სპორტის სახეობა- მიყვარს ველოსიპედით სეირნობა. გავდივარ ხოლმე შორ მანძილზე. რაც შეეხება სპორტს, მომწონს კალათბურთი, რადგან უფრო ჰუმანური და აზარტული სპორტია.

საყვარელი ფილმი -
ძალიან მიყვარს ქართული ფილმი ,,მონანიება“- ფილოსოფიური და სიღრმისეული ფილმია. ასევე, ,,დათა თუთაშხია“ და ,,ნატვრის ხე“.


ნანახია: 1833-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
რუბრიკის მორიგი სტუმარი ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“-ს დამფუძნებელი ლელა ქელბაქიანია.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას- ბიზნესმენი ახლო ხედით . რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და
გიგა ჩხობაძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას, topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.
'მკითხველი' ერთი წელია რაც დაარსდა. 'მკითხველი'-ს ოპერატორები მომხმარებლებს სატელეფონო ზარის მეშვეობით აცნობენ სხვადასხვა
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
კოტე აბაშიძემ დასს საკუთარი პროგრამა გააცნო.
კარსტული მღვიმეები უნდა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ამინდი