ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტის ყოფილი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს
თარიღი : 15-05-2016, 14:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ყოფილი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. შენობა, რომელიც ქალაქის #1 საჯარო სკოლის წინ მდებარე სკვერში არის განთავსებული, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სტატუსით მხოლოდ რამდენიმე თვე ფუნქციონირებდა.

როგორც ქუთაისის მერიაში topnews.com.ge–ს განუცხადეს, ტერიტორიაზე დაახლოებით ერთ თვეში ენერგოეფექტური სკვერი მოეწყობა.
ტურისტთა საინფორმაციო ცენტრი ქუთაისში 2011 წლის 4 აპრილს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით გაიხსნა. ცენტრი მაშინდელმა რეგიონული განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლეიშვილმა, პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, მხარის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა გახსნეს. ცენტრის ფუნქციას ქუთაისში ჩამოსული ტურისტებისათვის კვების, დასასვენებელი ობიეტებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
მარუსა ხურციძე