Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბიზნესმენი ამბერკი დვალიშვილი შპს 'აია'-ს წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდა

თარიღი : 14-05-2016, 20:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   

საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას- ,,დამზადებულია იმერეთში". აღნიშნული რუბრიკის ფარგლებში მომზადდა მასალა ,,აია“-ს ლიმონათსა და მის ტექნოლოგიურ დამუშავებაზე. მასალის გამოქვეყნების შემდეგ მომხმარებელთა მხრიდან პროდუქტის მიმართ დიდი ინტერესი გამოიხატა, რის გამოც სააგენტო ბიზნესმენ ამბერკი დვალიშვილს დაუაკვშირდა, რათა ბიზნესმენისგან ბაზრიდან ,,აია“-ს პროდუქციის გაქრობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიეღო. როგორც ბიზნესმენი ამბობს, გადაწყვიტა იმ რეალური მიზეზის დასახელება, რის გამოც კომპანია ,,აია“-მ უალკოჰოლო სასმელების წარმოება შეწყვიტა.


,,პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის და მისი მიერ წარმოებული პროდუქციის გულშემატკივრებს, რომლებიც ისევ მეხმიანებიან და კითხულობენ ჩვენს ლიმონათს. მიხარია, რომ ისინი ბევრნი არიან და უღრმეს მადლობას ვუხდი მათ ამ ერთგულებისა და ნდობისთვის, მაგრამ ასევე, მინდა ვუთხრა მათ, რომ ეს არ მომხდარა ჩემი მიზეზით, ეს არის სერიოზული და სისტემური პრობლემა.

თუ პროდუქციის მიმართ მოსახლეობის მხრიდდან ინტერესი დიდია, რა გახდა "აია“-ს ლიმონათის ბაზრიდან გასვლის მიზეზი?

ყველაფერი დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როცა კომპანიის წინააღმდეგ მიდიოდა მიზანმიმართული ბრძოლა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგი ქმედებებით: ქალაქის მასშტაბით გვქონდა 7 დიდი სარეკლამო აბრა, ასევე, ყველა გადასასვლელ ხიდზე და ბოძზე ,,აია“-ს რეკლამები იყო განთავსებული, რომელთაც ღამით ხევდნენ ან ღებავდნენ. რა თქმა უნდა, მივმართეთ პოლიციას, მაგრამ რეაგირება არ მოპყოლია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენსავით მათაც იცოდნენ ვინ იდგა ამ საქმის უკან. აქ რამდენიმე ფაქტორი იყო-ან ვიღაცას აღიზიანებდა ჩვენი კომპანიის წარმატება და არ უნდოდა ,,აია“ ბაზარზე ყოფილიყო ან სურდათ დახმარების სათხოვნელად ვინმესთან მივსულიყავით, რასაც შემდეგ კიდევ სხვა ნაბიჯები მოყვებოდა მათგან. კომპანია ,,აია“-ს არსებობის პერიოდში არასდროს "მფარველი“ არ ჰყოლია, ყველაფერს თავისით მიაღწია. ჩვენი რეკლამების გაქრობა არ იყო ერთჯერადი- სამტრედიის ხიდთან საერთოდ გაქრა გარე რეკლამა 3/5-ზე და გაჩნდა სხვა. არ ვიცი მხოლოდ ადგილობრივ დონეზე მიიღეს ეს კანონი თუ ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ამ კანონის ძალით დაიწყეს ყველა ჰორიზონტალურად დაკიდებული გარე რეკლამის ჩამოხსნა. ეტყობა ვიღაც მიხვდა, რომ სხვებიც უნდა ჩამოეხსნათ. რა თქმა უნდა, ქუთაისში პირველი ჩამოხსნეს ,,აია“-ს რეკლამები და შემდეგ ეს აქტივობები შეაჩერეს. არ გვინდოდა მათი დაკარგვა, რადგან კომპანიამ დიდი თანხა გადაიხადა დამზადებაში და როცა მოვიძიეთ, რამდენიმე მერიის საწყობიდანაც კი წამოგვიღია.

მთავარი, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ამაში იმ დროის ხელისუფლება იყო გარეული, კიდევ ერთ გარე რეკლამას უკავშირდება: ნიკეა-ჭავჭავაძის გადაკვეთაზე გვქონდა რეკლამა-გოგო და ბიჭი კოცნიდა ერთმანეთს. მსგავსი თემატიკა ქალაქში პირველად ჩვენ შემოვიტანეთ და ხალხსაც მოსწონდა. უნდა აღინიშნოს, რომ მათთანაც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენს კომპანიაზე გული შესტკიოდათ. ერთ-ერთი მათგანი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ თუ ამ ბანერს არ ჩამოვხსნიდით ან არ განვაახლებდით, ფინანსური პოლიცია დაგვაჯარიმებდა. ჩვენ იმ დღესვე გადავაახლეთ ახალი ბანერით, რომლის გაკვრასაც რა თქმა უნდა, ფარულად აკვირდებოდნენ, თუმცა ღამით ისევ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ უმჯობესი იყო აგვეღო ეს ბანერი. ამის შემდეგ დავრეკე ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, რომელმაც თქვა, რომ ამ პრობლემის მოგვვრება მას არ შეეძლო და გადამამისამართა მეორესთან. მანაც იგივე ტექსტით ისევ პირველთან დამაბრუნა. ამ ადამიანების სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, თუმცა დღესაც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევიან ორივე და სერიოზული პარტიული ინტერესებიც აქვთ თავიანთ პარტიებში. მიზეზი მოიფიქრეს, რომ პირადად მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონდა ეს რეკლამა, მაგრამ რა შუაში იყო მიშა ,,აია“-სთან? სიმანდვილეში, მიშასთან დაახლოებული პირისგან ვიცოდით, რომ მას ეს რეკლამა ძალიანაც მოსწონდა.
http://topnews.com.ge/photo/news/20160514204945.png


როგორი იყო სხვა კომპანიებისა და საზოგადოების დამოკიდებულება კომპანია ,,აია“-ს მიმართ?
გარდა ამისა, იყო ზეწოლის ფაქტებიც. ერთ დღეს კაბინეტში შემომივარდა ოთხი პიროვნება, რომლებმაც აბსურდულ მიზეზებზე დამიწყეს საუბარი- რომ ჩვენ მათი კომპანიის კასრებში ვასხმადით ლუდს და ეს უნდა შეგვეჩერებინა. ჩვენ ავუხსენით, რომ ლუდის საყიდლად მოსულ კლიენტს არ ვუმოწმებთ კასრების წარმომავლობას, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ვინატრე, რომ შევარდნაძის დრო ყოფილიყო (მკითხველი მიხვდება რასაც ვგულისხმობ). იმათი წარმომადგენელი დღეს ქუთაისში ერთ-ერთი დიდი კომპანიის დისტრიბუციის უფროსია, რომელიც მანქანის ბორტზე შეხტა და ისე დაიწყო კასრების შემოწმება.

გარდა ამისა, უარყოფითი დამოკიდებულება იყო მაღაზიებშიც. სპეციალურად შედიოდნენ მაღაზიებში და პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ. ბევრი ობიექტიდან მაცივრებიც გამოგვიყარეს, აშინებდნენ მაღაზიების მეპატრონეებს, რომ მათი პროდუქციის მიუღებლობის შემთხვევაში ფინანსური პოლიცია დაადგებოდათ. ეს არ არის ვინმეს მინაყოლი, ჩემს საკუთარ ობიექტზეც მოხდა მსგავსი შემთხვევა, ოღონდ არ იცოდნენ რომ ჩემი იყო. ყველაფერ ამას მაღაზიის მეპატრონეებმაც შეუწყვეს ხელი- ზოგმა გამოიჩინა პატრიოტიზმი და დაგვიდგა გვერდით, ბევრმა კიდევ 10 თეთრით მეტი რომ ეშოვათ, ზურგი გვაქციეს. ასევე, ჩვენს მიერ მაღაზიებში შეტანილი ტექნიკიდან, არც ერთი ნორმალურ მდგომარეობაში არ წამოგვიღია უკან.

ბიზნესში ასეთი ბინძური ქმედებები მოქმედებს და ჩვენც იძულებულები გავხდით, ბაზრიდან გავსულიყავით. ასევე, იმანაც იქონია გავლენა, რომ კომპანიას არ ჰქონდა დიდი სატელევიზიო სარეკლამო კამპანიის შესაძლებლობა და ხალხიც რეკლამირებულ პროდუქტს უფრო დაეძალა. ჩვენ კიდევ ამ თანხით ისევ კომპანიის რებრენდინგზე ვზრუნავდით. ყველაფერი ეს და კიდევ მთავარი, რომ ცხრა წლის განმავლობაში სამართალს ვერ იპოვიდი, იყო მიზეზი ,,აია“-ს ბაზრიდან გასვლის.

ასევე, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ნატურალური პროდუქციის მოთხოვნა არ არის ხალხში. ვაწარმოებ, მაგრამ რეალიზაციას ვერ მოვახდენ და ამაში მჭირდება სახელწიფოს დახმარება მე, ბიზნესმენს, რომელიც საქმიანობით პირდაპირ დაკავშირებული ვარ სოფლის მეურნეობის განვითარებასთან. მთავარია, სახლემწიფოს ნება ამის განსავითარებლად და ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მმართველს არ უნდა სჭირდებოდეს ამის შეხსენება. არსებობს ქვეყნები, სადაც სახელწიფო გვერდით უდგება კომპანიებს, რომ არ გაკოტრდნენ, ჩვენთან კი ნატურალური და ქიმიური პრიდუქციის რეალიზაცია ერთნაირად ხდება და არანაირი რეგულაცია არ არსებობს.

ცუდია, რომ ქართველები არ ვაფასებთ ჩვენს პროდუქტს. აქ წყალიც განსაკუთრებულია და ხილიც, რომლის გემოვნური თვისებები და სწორი ტექნოლოგიური დამუშავება ქმნის განსაკუთრებული გემოს მქონე უალკოჰოლო სასმელს. ასევე, გვაქვს უნიკალური დამუშავების ტექნოლოგია, რომელიც ივანოვსკიმ და ლაღიძემ დაგვიტოვეს. საქართველოში უალკოჰლო სასმელების წარმოება მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება, ასეთი ტექნოლოგია არც ერთ ქვეყანას არ აქვს და სირცხვილია, რომ ამ ისტორიის ქვეყანაში ლიმონათს გერმანიიდან ჩამოტანილ კონცენტრანტებზე ამზადებენ ქვეყანაში, სადაც გლეხს ხილი უფუჭდება და ყრის. ჩემი აზრით, ეს ქვეყნის იმიჯია, რომლის შენარჩუნებასა და შემდგომ განვითარებაზეც სახელწიფომ უნდა იმუშაოს. ყველაფერმა ამან განაპირობა კომპანია ,,აია“-ს მიერ წარმოებული უკალოჰოლო სასმელების ბაზრიდან გასვლა. თუ იქნება სახელმწიფო ნება და მოსახლეობის სურვილი, ,,აია“ ისევ დაიწყებს ლიმონათის წარმოებას, თუმცა ამას რეალობაში ჯერ ვერ ვხედავ.


ნანახია: 1288-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'დამზადებულია იმერეთში',- პროექტი რეგიონში დამზადებული პროდუქტის პოპულრიზაციისა და ბაზრის პრობლემების კვლევისათვის.
ამბერკი დვალიშვილი 2012 წლის სექტემბრიდან პარტია 'ქართული ოცნების' წევრია. როგორც თავად ამბობს, აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას არ
"ენერგო-პრო ჯორჯიასა" და ბიზნესმენ ამბერკი დვალიშვილს შორის დაპირისპირება თვეებია მიმდინარეობს.
როგორც კომპანიის ხელმძვანელი ამბერკი დვალიშვილი Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, მესამე დღეა კომპანიას ელექტროენერგია არ
ლუდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია მსოფლიოში. შესაბამისად, მუდმივად იზრდება ლუდის ბარებისა თუ ლუდსახარშების
ქალბატონს მოულოდნელად მძიმე დაავადება, ძვლის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.
კომპოზიციის ნაწილის გაუჩინარებას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ძეგლი მოიპარეს.
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.

ამინდი