ოქროს ჩარდახმა 'ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს' უმასპინძლა
თარიღი : 14-05-2016, 18:53 | კატეგორია: ახალი ამბები

თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ოქროს ჩარდახში ღონისძიება-„ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“ გაიმართა.
აღნიშნულ ღონიძიებაში მონაწილეობა როგორც ქუთაისის, ისე რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. ასევე, „ვეფხისტყაოსანს“ ბაღის აღსაზრდელებიც კითხულობდნენ.
"ვეფხისტყაოსნის" საჯაროდ წაკითხვას კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ელისო ქაროსანიძე, შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ეწრებოდნენ.
გამორჩეული მონაწილეები სიგელებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების მიზანს ,,ვეფხისტყაოსნის’’ ზეპირად კითხვის ტრადიციის გაგრძელება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა.