Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულელმა მოსწავლეებმა თამარობა ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში აღნიშნეს

თარიღი : 14-05-2016, 17:47 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თამარობის დღესასწაული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის, N2 და N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღნიშნეს.

ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპოტრისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, მოსწავლეებმა ტაძარი მოილოცეს და მისი შექმნის ისტორიასაც გაეცნენ.

„მესამე წელია, რაც თამარობის დღესასწაულზე ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სკოლის მოსწავლეები მოგვყავს. ეს ყველაფერი პროექტის- „ვიცნობდეთ ჩვენს მხარეს" გაფგლებში ხორციელდება. გვინდა, სკოლის მოსწავლეებს ხარაგაულის ღირშესანიშნავი ადგილები გავაცნოთ,"- აცხადებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპოტრისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი ლელა შარიქაძე.

ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია თამარ მეფის ეპოქაში, XII-XIII საუკუნეებშია აგებული.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან ზეიმობენ.


ნანახია: 2334-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თამარის ციხეზე თეატრალიზებული კომპოზიცია დაიდგა, რომლის ავტორი წყალტუბოს კულტურის ცენტრი იყო.
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

ამინდი