Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სტუდენტისთვის მხოლოდ გამოცდა და ლექცია არ უნდა იყოს უნივერსიტეტი, სტუდენტს უნდა ჰქონდეს ლამაზი ცხოვრება"

თარიღი : 13-05-2016, 20:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
4 წელია, რაც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "სახელოვნებო კვირეული " ტარდება. კვირეულის ფარგლებში სასწავლებელში სხვადასხვა ღონისძიება იმართება, რომელშიც სტუდენტებთან ერთად, ლექტორ-მასწავლებლებიც არიან ჩართული.

მიმდინარე წელს 3 მაისიდან 13 მაისამდე წერეთლის უნივერსიტეტში და მის გარეთ ათამდე ღონისძიება ჩატარდა. მოეწყო პოეზიის საღამო, გაიმართა თეატრალური დასის სპექტაკლი, ანსამბლ "კოლხა"-სა და "ადილას" კონცერტები და სხვა ღონისძიებები.
http://topnews.com.ge/photo/news/20160513205031.png


დახურვის დღეს აწსუ-ს მთავარ ფოიეში უნივერსიტეტის დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტთა და პედაგოგთა მოდელების ჩვენება მოეწყო.
http://topnews.com.ge/photo/news/20160513204858.png

http://topnews.com.ge/photo/news/20160513204957.png


"ეს კვირეული უკვე ტრადიციად იქცა და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად ღონისძიებები უფრო მრავალფეროვანი ხდება. სტუდენტისთვის მხოლოდ გამოცდა და ლექცია არ უნდა იყოს უნივერსიტეტი, სტუდენტს უნდა ჰქონდეს ლამაზი ცხოვრება და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ხალისიანი გავხადოთ ეს პერიოდი,"- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.

კვირეული ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა, აქტიურ მონაწილეებს კი მადლობის სიგელები გადაეცათ.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2727-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოლიდარობის კვირეულის ფარგლებში, წერეთლის უნივერსიტეტში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის კვირეული დასრულდა. კვირეულის მიმდინარეობის ერთი კვირის განმავლობაში
ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს ფრანგულენოვანი სამყარო მარტის თვეში აღნიშნავს.
კვირეულის ფარგლებში კონკურსი- „ვინ უკეთ წერს“ და ვიქტორინა- „თუ დაივიწყე ენა ქართული!..“ ჩატარდა.
ღონისძიება ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

ამინდი