Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში საუბნო კომისიის წევრები შესაძლოა 2000-2000 ლარით დააჯარიმონ

თარიღი : 13-05-2016, 18:31 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით, №58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა საუბნო საარჩევნო კომისიის ხუთი წევრის მიმართ.

საუბარია, 28 აპრილს, ცესკოში შემოსულ განცხადებაში აღნიშნულ ფაქტზე, რომელიც ეხებოდა წყალტუბოს №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების (№49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ფიქრია კურასპედიანი, ამავე კომისიის მდივანი ნანი ქუთათელაძე და წევრი ნუკრი იმედაძე) წინასაარჩევნო აგიტაციაში შესაძლო ჩართულობას. განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის, უფლებამოსილ №58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარეს გადაეგზავნა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებულ მტკიცებულებებზე (ფოტო მასალა) და კომისიის თავმჯდომარის მიერ მოკვლეულ მასალებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში მათ გარდა მონაწილეობდნენ №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ლია ქობალია და №50 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მზევინარ იობიძე.

წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამართალდარღვევის ოქმები, მოკვლევის მასალებთან ერთად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემდგომი რეაგირებისთვის გადააგზავნა.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, ზემოხსენებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს დამრღვევი პირის 2000 ლარით დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ხოლო სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სასამართლოს მიერ.


ნანახია: 564-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დროისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს. კომისიის წევრთა შერჩევის მიზნით, 19 აპრილიდან 24
კოდექსის თანხმად, კომისიის ყველა წევრმა პირადი ხელმოწერით დაადასტურა, რომ დაიცავს საარჩევნო კანონმდებლობას, იქნება დამოუკიდებელი
65-ე უბნის შედეგების გაუქმების გარდა, კომისიამ საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხიმსგებლობის საკითხზეც იმსჯელა. კერძოდ, კომისიის
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნათია მკერვალიშვილის თქმით, უბანზე მისულ პირს ინფორმაცია ჰქონდა, რომ ადგილზე მერობის კანდიდატები
62-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ეს იყო ტექნიკური ხასიათის მცირე გაუგებრობა
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები 'ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში' ხორციელდება, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს.

ამინდი