ქუთაისის ქუჩების ნაწილს ორი დღის განმავლობაში ენერგომომარაგება შეეზღუდება
თარიღი : 13-05-2016, 18:09 | კატეგორია: ახალი ამბები

სს „საქართველოს ელექტროსისტემის“ მიერ 220 კვ გადამცემ ხაზ „სათაფლიაზე“ წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდინარე წლის 14 და 15 მაისს 11:00-დან 14:00 სთ-მდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ქვესადგურ „მოწამეთადან“ გამავალ ფიდერებს: N129, ტელევიზია და წყალსადენი. ძაბვის შეზღუდვა შეეხება დაახლოებით 940 აბონენტს კლდიაშვილის, გელათის, კიბულას, ტყიბულის (ნაწილ.), განათლების (ნაწილ.) ქუჩებზე. ინფორმაციას ამის შესახებ "ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.