Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის გამგებელი: გპირდებით, რომ ყურადღება არ მოგაკლდებათ

თარიღი : 13-05-2016, 16:40 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი მაია თორთლაძე ღვანკითის საბავშვო ბაღს ესტუმრნენ და შერეული ასაკის აღსაზრდელთა პროექტს „მწერები ჩვენს სამყაროში“ დაესწრნენ.
http://topnews.com.ge/photo/news/20160513163921.png


თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ კმაყოფილი დარჩა პატარების მრავალფეროვანი და მრავალმხრივი აქტივობით, წარმატებული და ნათელი მომავალი უსურვა მათ. მადლობა გადაუხადა მშობლებსა და ღვანკითის პედკოლექტივს იმ ზრუნვისათვის, რასაც ისინი პატარების მიმართ იჩენენ.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია, რათა ჩვენს მომავალ თაობებს ჰქონდეს კარგი პირობები აღზრდისათვის. გასულ წელს თერჯოლაში 5 ახალი ბაღი აშენდა. ჩემთვის ცნობილია, რომ ღვანკითის საბავშვო ბაღიც რემონტს საჭიროებს. გპირდებით, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან ყურადღება არ მოგაკლდებათ. ვეცდებით, ახლო მომავალში დავიწყოთ ღვანკითის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია,“-აღნიშნა თემურ ჯაფარიძემ.


ნანახია: 2300-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ესაუბრა პედკოლექტივს, აღსაზრდელთა მშობლებს და მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაგა-ბაღის 52 სააღმზრდელო ჯგუფში ჩარიცხულია 2-დან 6 წლამდე ასაკის 1400 ბავშვი.
თუზის საბავშვო ბაღი, რომელიც 2015 წელს მოეწყო რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით, 70 ბავშვზეა გათვლილი. ამჟამად
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე თერჯოლის 1-ლ საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც 5-6 წლიანთა ჯგუფის მიერ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი საბავშვო ბაღის გამოსაშვები ჯგუფის ღონისძიებას დაესწრო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე 19 მაისს ალისუბნისა და თუზის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა.

ამინდი