Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნივთები, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ უნახავს-გამოფენა ქუთაისში

თარიღი : 13-05-2016, 16:13 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
16 მაისს, 14:00 სთ–ზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ფოიეში დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ არის ორგანიზებული და მისი მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები და სხვა ექსპონატებს შორის არის ისეთი ნივთები, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ უნახავს.


ნანახია: 2527-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტების დედნები და ფოტორეპროდუქციები, რომლებიც
გამოფენაზე 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად არის წარდგენილი, მათ შორისაა
აღნიშნული გამოფენა ნუმიზმატთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა.
ქუთაისში, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მთელი დღის მანძილზე აღინიშნება.
პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული

ამინდი