Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა 24 157-ს აღწევს

თარიღი : 13-05-2016, 14:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში, 2016 წლის აპრილის თვის მონაცემის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა 24 157 აღწევს.


სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ყველაზე დიდი რაოდენობა ქუთაისშია. აქ სოციალურად დაუცველად 4 800 ოჯახია რეგისტრირებული, თუმცა ქულების მიხედვით, მათგან მხოლოდ 3 630 იღებს დახმარებას. რაც შეეხება ოჯახების სოციალურად დაუცველი სტატუსით რეგისტირების მაჩვენებელს, ყველაზე მეტი რაოდენობა ხონსა და ხარაგაულში ფიქსირდება, ყველაზე ნაკლები კი თერჯოლაში.

„ეს ინფორმაცია ყოველთვიურად იცლება. ოჯახის გარკვეული რაოდენობა ემატება და აკლდება. მკვეთრი ცვლილებები ჯერჯერობით არ იგეგმება. ამ ეტაპზე პროგრამის ანალიზზე მიდის მუშაობა. ვარკვევთ გქავს თუ არა რაიმე ხარვეზი, საჭიროა თუ არა რაიმეს გამოსწორება და ამის მიხედვით სამინისტრო ცვლილებებზე გადაწყვეტილებას მიიღებს,"– განაცხადა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსმა ნინო ჭიღლაძემ.

რაც შეეხება იმ შეღავათებს, რომლითაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ. ის ოჯახები, რომელთაც ქულა 70 000– მდე აქვთ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პაკეტის 100%-ანი დაფინანსებით სარგებლობენ. ასევე, ამ ოჯახებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებაში აქვთ შეღავათები, როგორიცაა ქუთაისის სამოქალაქო რეესტრში საბუთების მიღება, აღსრულება, სასამართლოში მიმართვა და ა.შ

ასევე, იმ ოჯახებისათვის, რომელთაც 70 000–მდე ქულა აქვთ სახელმწიფო ელექტროენერგიის თანხის სუბსიდირებას ახდენს. ეს გულისხმობს იმას, რომ ელექტროენერგიის ფასის მომატების შემთხვევაში ამ დანამატს სახელმწიფო გადაიხდის.

„ქუთაისის თვითმმართველობა 70 000–მდე ქულის მქონე ოჯახებს ელექტრო ენერგიის ხარჯებს სრულადობის მიხედვით უნაზღაურებს. ზოგისთვის ეს სრული დაფარვა გამოდის, ზოგ ოჯახს კი ძალიან მცირე თანხის გადახდა უწევს“ – განაცხადა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსმა ნინო ჭიღლაძემ.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2768-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სერვის-ცენტრმა რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალი მეთოდოლიგიით
ადგილობრივები იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ სახელმწიფოსგან კუთვნილი
ამ ეტაპზე სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა შორის მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახები ჭარბობენ.
ოჯახების უმეტესობა, 927 ოჯახი ქუთაისზე მოდის.
პროექტი 6 500 სოციალურად დაუცველ ოჯახზე განხორციელდება.

ამინდი