ქუთაისის დელეგაცია ხარკოვს ესტუმრა
თარიღი : 13-05-2016, 14:19 | კატეგორია: ახალი ამბები

უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში მერვე საერთაშორისო ტურისტული ფორუმი ,,ხარკოვი-პარტნიორობა ტურიზმის სფეროში" მიმდინარეობს, სადაც ქუთაისის დელეგაცია ქალაქის მერის მოადგილის კონსტანტინე ქავთარაძის, საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბექა ყანჩელის შემადგენლობით მონაწილეობას იღებს.
ფორუმი, რომელიც 12-14 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს, ხარკოვის ვიცე-მერმა იგორ ტერეხოვმა და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა გახსნეს.
ფორუმის პირველ სამუშაო დღეს, ქუთისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძემ პლენარულ სესიაზე პრეზენტაცია-,,ქუთაისის განვითარების მიმართულებებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ’’ წარადგინა.
აღნიშნული ფორუმი 3 დღის მანძილზე გარძელდება და მასში 12 ქვეყნის 23 ქალაქის 60-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.