Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში საჯარო მოხელეებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

თარიღი : 13-05-2016, 13:14 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მკვიდრი დავით როყვა წყალტუბოს გამგებელს კონსტანტინე მამისეიშვილს მიმართავს. როყვა წყალტუბოს სოფელ წყალტუბოში, 22 მაისს ჩანიშნულ შუალედური არჩევნებისათვის სამზადისში საჯარო მოხელეთა მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე საუბრობს. როგორც დავით როყვა ამბობს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატის მურად ზაქარიაძის პიარზე ზრუნავენ.

მიმართვას, რომელიც დავით როყვამ Topnews.com.ge-ს გამოუგზავნა, სააგენტო სრულად გთავაზობთ.

"ბატონო კონსტანტინე! თავშივე ვაფიქსირებ თქვენდამი პიროვნულ პატივისცემას, მაგრამ იქნებ აუხსნათ საზოგადოებას რას ხედავთ ფოტოზე?

http://topnews.com.ge/photo/news/20160513131834.png


საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"

კარი I . ზოგადი ნაწილი
თავი VI. წინასაარჩევნო კამპანია
მუხლი 45. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)
თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;

თქვენ თუ არა მე ავუხსნი, ფოტოზე არის სოფელ წყალტუბოს 22 მაისის ადგილობრივ შუალედურ არჩევნებში მონაწილე "ქართული ოცნება - დემოკრატიული" საქართველოს კანდიდატი მურად ზაქარიაძე, რომლის უკანაც იმყოფება თქვენი, ანუ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ამავე თემში ბატონი ზურაბ ჯიქია. ასევე, ა(ა)იპ "წყალტუბოს დასუფთავების " სამსახურის უფროსი ბატონი დავით იობიძე.

ხვნა თესვის პერიოდია და თქვენი წარმომადგენელი მგონი ამაზე უნდა ზრუნავდეს და არა საარჩევნო პროცედურებზე. ასევე, ბატონი დავითი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის დასუფთავებაზე უნდა ზრუნავდეს და არა კანდიდატის პიარზე. ისე პარადოქსია, ორი ყოფილი "ნაციონალი" რომ უდგას გვერდით "ოცნების" კანდიდატს.

ფოტო დავასკრინშოტე სპეციალურად, წაშლის შემთვევაში ინფორმაცია რომ დარჩენილიყო. უკანა ფლანგზე უყურებთ ორ პიროვნებას, მარცხნივ დავით იობიძეა- დასუფთავების სამსახურის უფროსი, მარჯვნივ ზურაბ ჯიქია - სოფელ წყალტუბოში გამგებლის წარმომადგენელი,"-აცხადებს დავით როყვა.

დავით როყვას მიერ გავრცელებული ბრალდების საპასუხოდ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცოტნე ზურაბიანი აცხადებს, რომ ფაქტი, რომელზეც მოქალაქე საუბრობს, 7 მაისს არასამუშაო დროს მოხდა.

,,ეს შეხვედრა სოფელ ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის გადასახვევთან შედგა. ის ფოტო, რომელიც მოქალაქე დავით როყვამ გაავრცელა, ჩვენს მიერ არის გადაღებული. ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს,"-განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.


ნანახია: 3479-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ წყალტუბოში 22 მაისს შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნული არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც წყალტუბოს
მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანიამ წარადგინა.
ქართული ოცნების ინფორმაციით, წყალტუბოს მოსახლეობას საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

ამინდი