ქუთაისელი მთასვლელების მოთხოვნაზე ქალაქის მერიაში ინფორმაცია არ აქვთ
თარიღი : 13-05-2016, 12:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

რამდენიმე წელია, რაც ქუთაისში, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობას ითხოვს.
კლუბის წევრების თქმით, მათ ქალაქის მერიის სპორტის სამსახურთან აღნიშნულ თემაზე საუბარი ორი წლის წინ ჰქონდათ. მათივე თქმით, იმ დროს სპორტის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ მსგავსი კედლის ასაგებად ქალაქის ბიუჯეტში საკმარისი ფინანსები იყო, თუმცა ქუთაისში სათანადო სიმაღლის შენობა არ არსებობდა.
კლუბის წევრების განმარტებით, არსებობს ე.წ. ბულდერინგის კედლები, რომლებიც განიერი და დაბალია და რომელთა შესაფერისი შენობა ქუთაისში დიდი რაოდენობით მოიძებნება.
მთამსვლელების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერი შოთა მურღულია აცხადებს, რომ მისთვის დახმარების თხოვნით არავის მიუმართავს და შესაბამისად, არც ინფორმაციას ფლობს. მისივე თქმით, სავარჯიშო კედელი ჭომაშიც და ერთ-ერთ საჯარო სკოლაში უკვე არსებობს.
როგორც კლუბის წევრები განმარტავენ, ბუნებრივი კედელი ანუ კლდე, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ უბანში, ჭომაში მდებარეობს, კლიმატური პირობების გამო იშლება. ამასთანავე, ბუნებრივ კედელზე ვარჯიში მხოლოდ მზიან და თბილ ამინდებში ხერხდება ანუ გაზაფხულსა და ზაფხულზე.
რაც შეეხება ხელოვნურ კედელს, რომელიც ქუთაისის #11 საჯარო სკოლაში არსებობს, მეკლდეურები მისით ვერ სარგებლობენ, რადგან კედლის გამოყენება ფინანსებთან არის დაკავშირებული.
,,ჩვენ გვევალება ყურადღება ჩვენს სპორტსკოლას მივაქციოთ. რაც შეეხება ერთ-ერთ სკოლაში განთავსებული კედლის გამოყენებას, ჩვენ მას კერძო პირებს ვერ ვუქირავებთ. "თეთნულდს" კი მერიისთვის არ მოუმართავს. ოფიციალურად მომართვის შემთხვევაში საკითხს განვიხილავთ და შეძლებისდაგვარად დავეხმარებით, "- აცხადებს ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილე მანანა მანაგაძე.
ნათია სვანიძე