ხონელი ხატმწერის ხატს ჯვრის მონასტერში დააბრძანებენ
თარიღი : 13-05-2016, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ხონელმა ხატმწერმა იაგო უგულავამ აღდგომის მარხვის განმავლობაში თამარ მეფის ხატი შექმნა. იგი იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში მოღვაწე ბერძენი არქიმანდრიტი კლავდიოსის თხოვნით დაიწერა.
სიწმინდე ადგილს ჯვრის მონასტერში, შოთა რუსთაველის ფრესკის მოპირდაპირე სვეტზე დაიჭერს. ხატმწერის თქმით, ხატის შექმნის პროცესში სრულად იქნა გათვალისწინებული ჯვრის მონასტერის ინტერიერი და ფერთა გამა. შესაბამისად, ნაკლები ოქრო და მეტი სისადავე ამშვენებს წნინდანის ხატს, რომელიც თბილისიდან 9 მაისს წააბრძანეს.
14 მაისს, ხატის ჩაბრძანების აღსანიშნავად, ჯვრის მონასტერში წირვას ქართულ ენაზე არქიმანდრიტი სერაფიმი აღავლენს და სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდი იგალობებს. წირვას საქართველოდან ჩასული მომლოცველები და იერუსალიმში მყოფი ქართველებიც დაესწრებიან.