14 მაისს ხარაგაულში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება
თარიღი : 12-05-2016, 15:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

14 მაისს, ხარაგაულის მუნიციპალტეტის გამგეობის, ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ინიციატივითა და დაბის N3 საჯარო სკოლის მხარდაჭერით, ხარაგაულში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. სამედიცინო აქციას საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ განახორციელებს. აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ მოემსახურებიან მაღალკვალფიციური ექიმები: კარდიოლოგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი, გინეკოლოგი, ნერვოლოგი, ნერვოპათოლოგი.
პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე მათ ასევე ჩაუტარდებათ უფასო ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები.
ხარაგაულში სამედიცინო აქციას საერთაშორისო ასოციაციასთან არსებული მობილური სამედიცინო ბრიგადა განახორციელებს. გასინჯულ პაციენტებს საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცემათ. გამოკვლევების ჩატარება ხარაგაულში მცხოვრებ ნებისმიერ პირს შეუძლია.
პაციენტთამიღებამოხდება დაბის N3 საჯარო სკოლაში 11.00 საათიდან 19 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 595-51-98-12.