სასწაული სამტრედიის სოფელში-მირონმდინარე ხატი და განკურნებული ავადმყოფები

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირში ერთ-ერთ ოჯახში მაცხოვრის ხატს მირონი სდის. როგორც Topnews.com.ge-ს აღნიშნული ფაქტის თვითმხხილველმა თეო თევზაძემ განუცხადა, ხატმა მირონდენა დღეების უკან დაიწყო. მირონმდინარე ხატთან მორწმუნეების დიდი რაოდენობა მიდის, რომლებიც მას განკურნებას სთხოვენ,
"დღეს სასწაულის მომსწრე გავხდი სოფელ ღანირში, სადაც ერთ-ერთ ოჯახში ხატს მირონი სდის. ხატმა მირონდენა დღეების უკან დაიწყო, ტაძარში რომ ჩააბრძანეს, მირონდენა შეწყვიტა. მეორე დღეს კი მაცხოვრის ხატმა მირონდენა ისევ დაიწყო. ოჯახში ხატის მოსალოცად საკმაოდ ბევრი ადამიანი მიდის. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მომლოცველები ხატს ხშირ შემთხვევაში განკურნებას და გაჭირვებიდან ხსნას სთხოვენ. ძირითადად გაჭირვებულები, სნეულებით დაავადებული ხალხი მოდის. მომლოცველები კმაყოფილები არიან, ზოგი უკვე განიკურნა," - ამბობს თეო თევზაძე.