ტრადიცია, რომელსაც ხარაგაულში 14 წელია იცავენ
თარიღი : 12-05-2016, 09:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი კი მიმდინარე წელს აღნიშნულ დღეს პილიგრიმული ტურით ხვდება.
პილიგრიმული ტურის მონაწილე ადამიანები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ შეიკრიბნენ. "რკინის ჯვარი",-ასე ჰქვიაზღვის დონიდან 2400 მეტრზე მდებარე იმ ადგილს, საიდანაც ანდრია პირველწოდებული შემოვიდა საქართველოში.
უკვე 14 წელია ყოველ 12 მაისს ახალგაზრდების ჯგუფი რკინის ჯვარზე ადის და ანდრია პირველწოდებულის სახელობის დღეს წმინდა ადგილზე ხვდება. რკინის ჯვრის მოსალოცად მიმდინარე წელს 300-ამდე ადამიანი შეიკრიბა.

წმ. ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატი სიონის საკათედრო ტაძრიდან ხარაგაულში 11 მაისს ჩამოაბრძანეს და მუნიციპალიტეტის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველო სახლში დააბრძანეს, სადაც საზეიმო პარაკლისი ჩატარდა.