გაცოცხლებული მეორე მსოფლიო ომის ფრაგმენტები
თარიღი : 11-05-2016, 18:33 | კატეგორია: ახალი ამბები

ჭიათურაში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ-დრამატულ თეატრში იეშუა სობოლის პიესის- „გეტო“-ს პრემიერა გაიმართა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მამუკა ცერცვაძის რეჟისორობით, აღნიშნულ წარმოდგენაში მსახიობებმა მეორე მსოფლიო ომის დროს ვილნიუსის გეტოში ებრაელთა ცხოვრება გააცოხლეს.
სპექტაკლის, რომელშიც მთავარ როლებს გიორგი ჩაჩანიძე და სოფიო ლეთოდიანი ასრულებენ, მუსიკალური გაფორმება თეა წერეთელს ეკუთვნის.
პრემიერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ებრაელი დრამატურგის - იეჰოშუა სობოლის პიესა "გეტო", რომელმაც ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა, ოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი. პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლები კი ორ ათეულზე მეტი ქვეყნის წამყვანი თეატრის სცენაზეა დადგმული.
აღნიშნული პიესა ქართულად 2014 წელს ითარგმნა და "თანამედროვე ებრაული დრამატურგიის" კრებულში შევიდა.