Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა თანხა დაუჯდა ქუთაისის ბიუჯეტს 'გვირილობა 2016'?

თარიღი : 11-05-2016, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე წელს ქუთაისის მერიამ ქალაქის დღესასწაული, იგივე "გვირილობა" კვირეულით აღნიშნა. 2 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით, ქალაქში სხვადასხვა- კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება დაიგეგმა. Topnews.com.ge დაინტერესდა, რა თანხა დაუჯდა ადგილობრივ ბიუჯეტს ქუთაისქალაქობის აღნიშვნა?

როგორც გაირკვა, ადგილობრივ ბიუჯეტში "გვირილობის" აღსანიშნავად ქალაქის ხელისუფლებამ 80 000 ლარი გაითვალისწინა. აღნიშნული თანხიდან 5 000 ლარი საცირკო წარმოდგენისთვის იყო განსაზღვრული, 5 000 ლარი ბერნარდ ნებიერიძის გამოფენისთვის, 31 000 ლარი იყო განსაზღვრული "ორმაისობის" ფარგლებში გალა-კონცერტის ორგანიზებისთვის. ელისო ბოლქვაძის კონცერტისთვის ავიაბილეთბის შეძენა ადგილობრივ ბიუჯეტს 3 000 ლარი დაუჯდა. ასევე, 3 000 ლარი დაიხარჯა ღია ცის ქვეშ გამოფენების მოსაწყობად საჭირო მოლბერტების შესაძენად. 5 300 ლარი დაჯდა ქუჩის კოსტუმირებული სანახაობების ორგანიზება. გარდა ამისა, 5 000 ლარი დაიხარჯა "ცისფერყანწელთა ლიგის" თეატრალიზებული წარმოდგენის ორგანიზებისთვის, ხოლო ტანგო-პერფომანსისთვის 6 600 ლარი იყო გათვალისწინებული. რაც შეეხება სხვა ხარჯებს, ის ასე გამოიყურება: მას-რესლინგი- 2 000 ლარი; ქეთი მელქაძის გამოფენა- 1 250 ლარი; ორმაისობის სასაჩუქრე მედალიონები- 2 750 ლარი.

როგორც მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ქუთაისის მერიამ ქალაქის დღესასწაულისათვის განკუთვნილი 80 000 ლარიდან საბოლოო ჯამში 58 657 ლარი აითვისა, 21 343 ლარი კი ბიუჯეტს დაეზოგა.


ნანახია: 2561-ჯერ

მსგავსი სიახლეები
100 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით კი დახმარება 81-მა ადამიანმა მიიღო.
2015 წელს კი 12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000 ლარი დაჯდა.

ამინდი