Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას თვლის 'ქართული ოცნების' შეცდომებად და რაში ხედავს ქუთაისის ფუნქციას ომარ ნიშნიანიძე?

თარიღი : 11-05-2016, 13:26 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა, ინტერვიუ   
ამჟამინდელ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, მომავალ საპარალამენტო გეგმებზე, პოლიტიკურ სისტემაში არსებულ შეცდომებსა და მათი გამოსწორების გზეზე, ქუთაისის განვითარების პერსპექტივებსა და მომავალ გეგმებზე იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge "ქართული ოცნების" დეპუტატს ომარ ნიშნიანიძეს ესაუბრა.

რა გეგმები გაქვთ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით?

პარტიულ სიას ნაკლებად ვესწრაფვი. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არა მაქვს, არა იმიტომ, რომ არ ვიმსახურებ, არამედ იქ არის რაღაც გარკვეული ნიუანსები. მგონია, რომ ამ ეტაპზე მაჟორიტარობა უნდა ვცადო, თუმცა დადგება დრო, როდესაც მაჟორიტარი საერთოდ აღარ იქნება საჭირო.

ქუთაისში, კახიანაურის ოლქში მაჟორიტარობას აპირებთ, როგორ ფიქრობთ ხალხი მხარს დაგიჭერთ?
თუ ძალა გერჩის, მაჟორიტარულ ოლქში უნდა იყარო კენჭი, რადგან ქუთაისს სამი დეპუტატი ჰყავს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის უფრო რაციონალური იქნება. ერთ-ერთი, რომელშიც გამიმარჯვია კიდეც, არის საფიჩხია, კახიანაურის ოლქი, რომელსაც თერჯოლის რამდენიმე სოფელი დაუმატეს. თერჯოლის რაიონში თავის დროზე ვიყრიდი კენჭს და იქ საკმაოდ კარგი რესურსიც მაქვს. თითქმის გამარჯვებული ვიყავი, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური ძალების, მათ შორის კოალიციის წევრების გამო, იძულებული გავხვდით პარტიულ სიაში გადავეყვანე ბატონ ბიძინას.

როგორ ფიქრობთ, რა კრიტერიუმების გამო უნდა დაგიჭიროთ მხარი ამომრჩეველმა?
ცოდნა რომ არ მაკლია, ეს ყველამ იცის. ვარ სრული პროფესორი, წიგნებისა და სამოცდაათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ჟურნალის რედაქტორი, სადისერტაციო საბჭოს წევრი. უკვე 33 წელია ქუთაისში, სახელმწიფო უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს ისტორიაში. რაც შეეხება გამოცდილებას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაღაც კუთხით მქონდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ბევრი უნარი შევიძინე. საპარლამენტო საქმიანობა ჩემთვის უფრო ახლობელი გახდა და შესაბამისად, ვიქნები უფრო ეფექტური მეორე არჩევნების დროს. გარდა ამისა, მაქვს სურვილი, მომავალ პარლამენტში ჩემს- განათლების სფეროში მოღვაწეობა ვცადო.

რას გააკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ სასურველ სფეროში მოგიწევთ მოღვაწეობა?
თითქმის ყველა სფეროშია რეფორმაა გასატარებელი. განსაკუთრებით უმაღლესი განათლების კუთხით. ფასი უნდა დაედოს ცოდნას. უნდა დაფასდეს მასწავლებელი და მოიმატოს ხელფასებმა. ჩვენი გადარჩენა განათლებაა. აი, ამ მიზნების მისაღწევად ვიბრძოლებ მთელი ძალებით. გარდა ამისა, დავარეგისტრირებ კანონს, ქუთაისის, როგორც საგანმანათლებლო-სამეცნიერო- კულტურული ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად და იმედია, მთავრობა მხარს დაგვიჭერს. ვიბრძოლებ, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს თავისი ღირსეული ადგილი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

რას თვლით ,,ქართული ოცნების" მთავარ შეცდომად ბატონო ომარ?

კოჰაბიტაცია- ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.ასევე, პიარის არ ქონა და მედიასაშუალებებთან ურთიერთობის ვერ დალაგება.

როგორ ფიქრობთ, რატომ დაუშვა ,,ქართულმა ოცნებამ" აღნიშნული შეცდომები?
ვერ გეტყვით ვინმემ აიძულა თუ რაღაც ზეწოლა იყო. მაინც მგონია, რომ გარკვეული ზეწოლა იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, თუმცა ალბათ შიგნითაც ვერ გამოვიჩინეთ სიყოჩაღე. წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ, რამაც ძალიან იქონია გავლენა ჩვენს რეიტინგზე.

რამდენად დარჩა "ქართულ ოცნებას" აღნიშნული შეცდომების გამოსწორების დრო და შესაძლებლობა?

გარკვეული დრო კვლავ არის დარჩენილი ამ შეცდომების გამოსასწორებლად. ეს არის ყოველდღიური მუშაობა, მედიასაშულებებთან აქტიური ურთიერთობა. ხალხის ინფორმირება გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეების შესახებ. რაც შეეხება პარტია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს", რომელიც ჩემი გულისტკივილია, ვერ არის სათანადო დონეზე ფუნქციონირებადი.

რას შეცვლიდით ,,ქართულ ოცნებაში"?

საჭიროა მეტი და აქტიური მუშაობა ეკონომიკის განვითარების კუთხით. ასევე, ბიუროკრატიული ბარიერების მაქსიმალურად მოხსნა, რადგან სხვა მხრივ ბიზნესის განვითარებისათვის არაჩვეულებრივი გარემოა.საჭიროა მედიასაშუალებებთან მეტი კონტაქტი, პიარის გარკვეული ოდენობა და საკადრო პოლიტიკის დახვეწა.

ძალაშია თუ არა ქუთაისის, როგორც საპორტო ქალაქად ქცევის იდეა?
მე არასოდეს მითქვამს, რომ ქუთაისში პორტი უნდა იყოს. ამ ყველაფერს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთდა. საუბარი იყო ვარციხესთან მდინარე რიონის სანაოსნოდ გამოყენებაზე. ტურისტული თვალსაზრისით, მდინარე რიონის სანაოსნოდ გამოყენება და პატარა ნავმისადგომის გაკეთება თუნდაც ვარციხესთან ან კოპიტნართან, ძალიან საინტერესო თემაა. ვფიქრობ, ფაზისიდან აიეტის სატახტო ქალაქში, ქუთაისში ტურისტების გადმოყვანა თუნდაც ბათუმიდან და ამ გზაზე გატარება ტურისტებს მოიზიდავს. ეს იქნებ ძალიან მომგებიანი, რადგანაც ვარციხესთან არის ჩვენი მეფეების სასახლე, ხოლო მოპირდაპირე მხარეს როდოპოლისი.

ბატონო ომარ, თქვენს მიერ ასევე გაჟღერდა ქუთაისში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის განვითარების იდეაც...

ქუთაისს აქვს ამის რესურსი, მაგრამ ეს შესასწავლი და გამოსაკვლევია. ჰაიდეგერი ამბობდა, ფიქრი და ოცნება ამოძრავებული მომავალიაო. მე ვფიქრობ, რომ ის რაც დღეს ოცნებად გვეჩვენება, რაზეც ვფიქრობთ, ხვალ რეალობად იქცევა.

რას იტყოდით თქვენი მორიგი ინიციატივის, ქუთაისში აიეტის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით?
ეს იდეა მე არ მეკუთვის. ზურაბ წერეთელმა ეს ძეგლი აიეტის სამშობლოს, ქუთაისს აჩუქა. ვისურვებდი, ავტობანიდანაც ჩანდეს ეს ძეგლი. ამასთანაცე ვფიქრობ, რომ აიეტის და არგონავტების თემა უნდა წამოიწიოს ქუთაისში.

როგორ ხედავთ ქუთაისის მომავალს?

ეს არის საგანმანათლებლო, კულტურული, სამეცნიერო ცენტრი.

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ქუთაისს აღნიშნული ფუნქცია დაუბრუნდეს?
რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის თბილისის განტვირთვა. გარკვეული სამეცნიერო ძალებისა და ინსტიტუტების აქტიურად გადმოტანა და ლობირება.

უნდა იყოს თუ არა პარლამენტი ქუთაისში?
ყველაზე მეტად ჩემთვისაა ხელსაყრელი თუ პარლამენტი იქნება ქუთაისში. მაგრამ იმაზე, თუ რა უფრო ხელსაყრელი იქნება სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. პირადად მე მინდა, რომ ქუთაისში პარლამენტი იყოს, მაგრამ როგორც სახელწიფოსთვისაა უკეთესი, საზოგადოებამ ისე უნდა გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ელიტის აქტიური ჩართულობით.

ვის თვლით ყველა ძლიერ კონკურენტ პოლიტიკურ ძალად?

ყველაზე ნაკლებად მაშინებს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი. იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ საშულება ქუთაისისათვის გაეკეთებინათ სასარგებლო საქმე, მაგრამ ქვეყანა კატასტროფის წინაშე მიიყვანეს. არიან დანარჩენი პოლიტიკური ძალებიც, ამიტომ შევეჯიბროთ ერთმანეთს და დავუმტკიცოთ ჩვენს ხალხს სიყვარული და მომდომება.

რას ეტყოდით პოლიტიკურ ოპონენტებს?

პოლიტიკურ ოპონენტებს ვეტყოდი იმას, რომ მაქსიმალურს ვეცდები ქუთაისისა და ჩემი ამომრჩევლისათვის და მათაც იგივე გაკეთონ. სიყვარული უნდა დავუმტკიცოთ ჩვენს ქალაქს უფრო მეტი საქმიანობით, უფრო მეტი მცდელობითა და მონდომებით.

ესაუბრა ნათია სვანიძე


ნანახია: 1334-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვიცე-პრემიერის თქმით, პორტი ქუთაისში ვერ მოეწყობა.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
ასე გამოეხმაურა ნიშნიანიძე პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის არმაზ ახვლედიანის განცხადებას, სადაც მან პრემიერს ბებერი
რუბრიკა "ჩემი არჩევანი" წარმოგიდგენთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, 49-ე ოლქში, გიორგი
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის განცხადებას ქუთაისში პორტის
რუბრიკა 'ჩემი არჩევანი' წარმოგიდგენთ ინტერვიუს კობა ნარჩემაშვილთან.
ცენტრი გათვლილია როგორც ბავშვების, ისე თინეიჯერების გართობაზე. ცენტრში მათ შეუძლიათ გაატარონ სასიამოვნო და სახალისო დღე. გასართობ პროგრამას წარმოადგენენ მსკ
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი თასის მოქმედი მფლობელია.

ამინდი