'პარკინგსერვისის ჯარიმის გადაუხდელობის გამო სამართლებრივი ვალდებულება არ დაგეკისრებათ'
თარიღი : 11-05-2016, 11:56 | კატეგორია: ახალი ამბები

,,არ გადაიხადოთ პარკინგ სერვისის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი. როგორც მე ვუკიდებ ცეცხლს და ვწვავ, ასევე, დაწვით თქვენც ან მიიტანეთ მერიაში,"– განცხადებას ,,თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია აკეთებს.
წულაის თქმით, "პარკინგსერვისი" მხოლოდ და მხოლოდ თაღლითობაა და თუ მოქალაქე ჯარიმას არ გადაიხდის, მას არავითარი სამართლებლივი ვალდებულება არ დაეკისრება.
,,ჩვენ ვედავებით მერიის დაფუძნებულ შპს "პარკინგსერვისს". პირველი სასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა, სადაც აღნიშნული სამსახურის იურისტი ზაზა ქათამაძე აღიარებს, რომ გადახდის მოვალეობა დგება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვითარი გამოწერილი იქნება ავტომობილის მფლობელის და არა ავტომობილის ნომრის სახელზე,"– აცხადებს წულაია.
წულაია განმარტავს, რომ "პარკინგსერვისს" არ გააჩნია არავითარი ბაზა და მონაცემები იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის მანქანა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციის მოპოვებისათვის საპატრულო პოლიციაში თითო ადამიანზე 20 ლარია გადასახდელი, რასაც "პარკინგსერვისი" არ გააკეთებს.
,,თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოუწოდეს მოქალაქეებს–მანამ არ გადაიხადონ ჯარიმა, სანამ ქუთაისში პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა არ გაიზრდება და მოწესრიგდება.