'ნუ დაყრი ნარჩენს', 'დარგე ხეები',-ახალი ნაგვის ყუთები და მიმართვა მოქალაქეებს
თარიღი : 11-05-2016, 10:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, საზოგადოებისადმი მიმართვის ამსახველი ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები გამოჩნდა. ნაგვის ყუთებზე გაკრული ფერადი სტიკერები მოქალაქეებს გარემოს დაცვისა და ამ კუთხით მაღალი სამოქალაქო აქტივობისკენ მოუწოდებს.
"როგორც მოგეხსენებათ, ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" ქალაქში განთავსებულ ნაგვის ყუთებს რეცხავს და დეზინფექციას უტარებს. აქტიურად მიმდინარეობს ახალი კონტეინერების განთავსების სამუშაოებიც. კონტეინერებზე გაკრული ფერადი სტიკერებით და მოწოდებებით კი ვცდილობთ, ჩვენი თანაქალაქელებიც ავიყოლიოთ იმ საქმეში, რასაც ქუთაისის სისუფთავეზე ერთად ზრუნვა ჰქვია," - აცხადებს "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.