რამ გამოიწვია ცდომილება საარჩევნო სიაში?

ამომრჩევლების მონაცემთა ბაზასა და საქსტატის შედეგებს შორის არსებული სხვაობაზე სერვისების განვითარების სააგენტო განმარტებას აკეთებს.
"სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები, ასევე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული სრულწლოვანი პირები. გადაცემულ სიაში ასევე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები, სულ 30 298 პირი).
პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში არსებულ თითოეულ ჩანაწერზე გაცემულია შესაბამისი დოკუმენტი, მათ შორის 2 198 755 პირზე გაცემულია ელექტრონული პირადობის მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი.
რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას - საქსტატმა მოიცვა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, ანუ ყველა ის პირი, რომელიც 2014 წელს იმყოფებოდა საქართველოში.
მოსახლეობის აღწერამ არ მოიცვა საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობდნენ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, შენარჩუნებული აქვთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი. ისინი წარმოადგენდნენ ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლებს. აღნიშნული ადამიანები აუცილებლად უნდა ირიცხებოდნენ საარჩევნო სიებში.
აქედან გამომდინარე, აღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობა ბუნებრივი განსხვავება ამომრჩეველთა პოტენციურ რაოდენობასა და საქსტატის აღწერის შედეგად მიღებულ მოსახლეობის რაოდენობას შორის," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.