Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტოვებენ თუ არა 'ნაციონალურ მოძრაობას' ახალგაზრდები?

თარიღი : 11-05-2016, 09:19 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისის საორგანიზაციო მდივანი კოტე რატიანი მის მიერ აღნიშნული პოლიტიკური პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

,,გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე "ნაციონალური მოძრაობის" დატოვება გადავწყვიტე სიმართლეს არ შეესაბამება. არც ისაა მართალი, რომ რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ახალგაზრდები ტოვებენ,"- აცხადებს რატიანი.

კოტე რატიანის თქმით, ის პარტიაში რჩება და იმ გამოწვევაზე მუშაობს, რომელიც ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის წინაშე დგას. მისივე განმარტებით, გამოწვევა შემდეგში მდგომარეობს, რომ შემოდგომაზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. რაც შეეხება იმას, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" ახალგაზრდები ტოვებენ და ისინი გიორგი ვაშაძის მოძრაობაში მიდიან, რატიანი მსგავს ფაქტებს ვერ იხსენებს. მისივე თქმით, პარტია ცოცხალი ორგანიზმია და მსგავსი ქმედებები ნორმალურია.

,,ვაშაძის პარტიაში შეიძლება წავიდეს ვინმე, შეიძლება მოვიდეს. ეს ნორმალური პროცესია. ამაში საგანგაშოს და ტრაგედიას ვერაფერს ვხედავ,"-აცხადებს რატიანი.

აღნიშნული თემის ირგვლივ დაწყებულ განხილვას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი ირაკლი გვალია სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში ენმ-ახალგაზრდული ფრთა გიორგი ვაშაძეს გაყვა და დაიშალა, ეს არის მტკნარი სიცრუე! პირიქით, ახლა ისე როგორც არასდროს, ივსება ჩვენი რიგები, ძველი თუ ახალი სახეებით, რაც მთავარია მიზანდასახული და პრინციპული ადამიანებით, ღირებულებებით და ფასეულობებით! ჩვენ გვერდით არის მთელი ქუთაისის ენმ! ჩვენ ყველა ქუთაისის ერთიანი ნაც.მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა, მიხეილ სააკაშვილის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს ერთგული ვრჩებით!"- წერს გვალია.


ნანახია: 3814-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოპოზიცურ პარტიაში, აღნიშნულ ქმედებაზე სამართალდამცველებს დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
ინციდენტის დასრულების შემდეგ აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, იმაში, რაც 'ერთიან ნაციონალურ
როგორც Topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, გია თევდორაძე, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი და ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი"
ოპოზიციური პარტიის ოფისს ასევე წარწერები - ქათმებო, „მკვლელებო“ მიაწერეს.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა წყალტუბოში ქართული ოცნების კოორდინატორები ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულეს.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, ვანი ეს არის ის რაიონი, სადაც ბიძინა ივანიშვილის გავლენები, ყველაზე მეტად ვრცელდება.

ამინდი