ზესტაფონში მოზარდმა ქვედა კიდურები და ხელის მტევანი დაკარგა

უბედური შემთხვევა ზესტაფონში. თექვსმეტი წლის მოზარდი რკინიგზის სადგურზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდამ ქვედა კიდურები და ხელის მტევანი დაკარგა.
ზესტაფონის რკინიგზის სადგურის თანამშრომლები მომხდარის ორ ვერსიას განიხილავენ. მათი თქმით, შემთხვევის მიზეზი შესაძლოა ის ყოფილიყო, რომ მოზარდი რკინიგზის ლიანდაგის გადაკვეთას ცდილობდა ან მოძრავ მატარებელზე შეხტომა სურდა.
შემთხვევა, რომელსაც მოზარდის დაშავება მოჰყვა, ზესტაფონში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ნათია სვანიძე