Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში დიხაშხო-ბზვანის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარი იგება

თარიღი : 10-05-2016, 19:59 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში დიხაშხო-ბზვანის თემების დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი ეწყობა.
http://topnews.com.ge/photo/news/20160510195851.png


სარეაბილიტაციო სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვარლამ შარაშენიძემ გამგეობის ზედამხედელობის და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „წყალტუბო გზასერვისი“ ახორციელებს.
http://topnews.com.ge/photo/news/20160510195811.png


როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რეაბილიტაციის პროცესი ხარისხიანდ და ვადების დაცვით მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე გზის 1კმ და 500მ-იან მონაკვეთზე დაიგება ასფალტი და 300 გრძივ მეტრზე მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუეტი.

როგორც ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული გარდამავალი პროექტია და მოდევნო ეტაპზე მოხდება აღნიშნული გზის სრული მონაკვეთის რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 400 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის დაფინანსებაში ადგილობრივი ბიუჯეტიც თანამონაწილეობს.

NS


ნანახია: 3830-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ხარისხიანად და ვადების დაცვით მიმდინარეობს.
ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (კოპიტნარის მიმართულებით) ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია,
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 326 053 ლარით ფინანსდება.

ამინდი