"ჩვენ არ დაგპირდებით იმას, რასაც ვერ შევასრულებთ, დაგპირდებით იმას, რასაც აღვასრულებთ"
თარიღი : 10-05-2016, 19:35 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

სოფელ წყალტუბოს თემის მაჟორიტარობის კანდიდატმა ივანე როყვამ პარლამენტის წევრებთან-გია ცაგარეიშვილთან და ზურაბ აბაშიძესთან ერთად შეხვედრა გამართა. პარლამენტარებმა მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს და მოსახლეობას ივანე როყვას წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. თავის მხრივ, ივანე როყვამ ადგილობრივებს რაიონის განვითარების გეგმა გააცნო.
მაჟორიტარობის კანდიდატი პარლამენტარებთან ერთად ასევე, სოფელ წყალტუბოში ჯიქიების დასახლებას ესტუმრა და მოსახლეობას პარტიის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
"ჩვენ მოსახლეობას ჩვენი სამომავლო გეგმები გავაცანით და ადგილობრივებისგანაც ძალიან თბილი დამოკიდებულება ვიგრძენით. ვპირდები წყალტუბოელებს და სოფელ წყალტუბოს, რომ ჩემი გამარჯვების შემდეგ მე ვიქნები მათი მეგობარი პირველ რიგში და ამასთან ერთად მუხლჩაუხრელად ვიბრძოლებ მათ საკეთილდღეოდ,"– განაცხადა ივანე როყვამ.
"ამაყი ვარ, რომ ვანოსნაირი კაცი გავიცანი. ჩვენი მეგობრობა 2007 წლის 7 ნოემბრის საზარელმა ღამემ გამოცადა და ამის მერე ერთად ვემსახურებით წყალტუბოს, იმერეთს და საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ვანოსნაირი კაცი სჭირდება დღეს წყალტუბოს საკრებულოში. ის იქნება მოამაგე გაჭირვევბული ადამიანის და დარწმუნებული ვარ, რომ მუხლჩაუხრელად მოემსახურება თავის ამომრჩეველს. წყალტუბოელებო მობრძანდით არჩევნებზე, დაუჭირეთ მხარი პატიოოსნებას და პატრიოტიზმს. ხმა მიეცით ივანე როყვას შემოხაზეთ 33 და გახსოვდეთ, რომ ჩვენ არ დაგპირდებით იმას, რასაც ვერ შევასრულებთ, დაგპირდებით იმას რასაც აღვასრულებთ,"– განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.