'კვოტირებას ხანმოკლე უარყოფითი ეფექტი ექნება'
თარიღი : 10-05-2016, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის გენდერის მედიაცენტრმა „ახალ პოლიტიკურ ცენტრ-გირჩთან“ შეხვედრა გამართა.
შეხვედრა „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელ თემურ ცამციშვილთან და პოლიტსაბჭოს წევრთან ნინო დარსაველიძესთან შედგა.
პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას ქვოტირებაზე, ქალთა მონაწილეობაზე პარლამენტსა და არჩევნებში, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ინიციატივებზე თავიანთი ხედვა გააცნეს.
ნინო დარსაველიძის თქმით, „ახალ პოლიტიკურ ცენტრში“ ქვოტირებასთან დაკავშირებით აზრთა სრული თანხვედრა არ არის.
„მე ვერ ვიტვი, რომ პარტიაში ამ თემაზე ერთიანი დამოკიდებულებაა, ნაწილი ემხრობა ქვოტირებას ნაწილი- არა. ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში რაღაც შეიცვლება, პოლიტიკურ კულტურაში ქალების მონაწილეობას მივეჩვევით. ამას ხანმოკლე უარყოფითი ეფექტი ექნება, მაგრამ უფრო მეტი პოზიტივი მოჰყვება, ვიდრე ნეგატივი,"-განაცხადა ნინო დარსაველიძემ.
„ახალი პოლიტიკური ცენტრის“ წარმომადგენლების თქმით, პოლიტსაბჭოს შემადგელობაში 1/3 ქალია, ხოლო ახალგაზრდულ ფრთაში, ახალგაზრდების 80% გოგონაა.
პოლიტიკურ პარტიებთან გენდერის თემასთან დაკავშირებული შეხვედრები პროექტის- "ხმა მიეცი თანასწორობას" ფარგლებში ეტაპობრივად იმართება.
მარუსა ხურციძე