Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიაში მოქალაქეებს 'ახალ ერთიან სივრცეში' მოემსახურებიან

თარიღი : 10-05-2016, 13:51 | კატეგორია: ახალი ამბები   
ქუთაისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მერიის შენობაში მოქალაქეთა ახალი მისაღები გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს "ღია ფანჯრის" პრინციპით მოემსახურებიან.

ახალ მისაღებში, რომლის გახსნის საზეიმო ლენტიც ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა ლოს დაუმამ გაჭრეს, მოქალაქეთა კონსულტაციისათვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი. ასევე, შშმ პირებისათვის განთავსებულია სპეციალური მაგიდა. განთავსებულია მონიტორები, რომლის საშუალებით მოქალაქეებს საჭირო ინგორმაციის მიღება შეუძლიათ. სერვისის მიღების მსურველთა თანმიმდევრობას კი სპეციალურად ინტეგრირებული რიგის მართვის ელექტრონული სისტემა აწესრიგებს.

,,შეიქმნა ერთიანი სივრცე, რომლის საშუალებითაც ყველა მოქალაქეს სხვადასხვა სართულზე კი არ უწევს სიარული, არამედ ერთ სივრცეში შეუძლიათ ჩააბარონ წერილი და იგივე სივრცეში მიიღონ პასუხი,"- აცხადებს შოთა მურღულია.

ქუთაისის მერის თქმით, ახალი მისაღებისათვის კადრები გადამზადდა და მათ შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდათ.

,,ქუთაისისათვის ამ თანამედროვე სივრცის გახსნა მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეები გაცილებით მაღალი ხარისხის სერვისით ისარგებლებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ვვითარდებით და ახალ თანამედროვე კომპონენტებს ვამატებთ,"-აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი.

მოქალაქეთა ახალი მისაღები ქალაქის მერიაში მას შემდეგ მოეწყო, რაც მერიას ახალი, საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილება დაემატა.

ნათია სვანიძე


ნანახია: 721-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ახალი განყოფილების შექმნას შტატების ზრდა არ გამოუწვევია.
„ერთი ფანჯრის“ პრინციპით მუშაობის რეჟიმი თანამშრომელთა მუშაობას ღიას და საჯაროს გახდის
ქუთაისში 'თეგეტა მოტორსის' ახალი, მსუბუქი ავტომობილების სერვის-ცენტრი გაიხსნა.
კომპანიის დირექტორის მოადგილის გოჩა მარგველაშვილის განცხადებით, ახალი სერვისი ძალაში მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შევა.
როგორც მურღულიამ Topnews.com.ge-სთან საუბარში განაცხადა, აღნიშნული კუთხით ადგილობრივი ხელისუფლება 1000-ზე მეტ მოქალაქეს დაეხმარა.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დანერგოს არასამთავრობო სექტორსა
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
ფიზიკურად დიდ შრომას მოითხოვს და ხანდახან 14-დან 16-საათამდე შრომაა საჭირო.
თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია,
ამერიკაში აბორტის საწინააღმდეგოდ გამართული მარში სახელწოდებით "მარში სიცოცხლისთვის" 5 წუთის წინ დასრულდა. მარში ერთი საათისა და 49 წუთის განმავლობაში

ამინდი