ქუთაისში სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მონტაჟი დაიწყო
თარიღი : 10-05-2016, 12:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების სამონტაჟო სამუშაოებს იწყებს. სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები უკვე დამონტაჟდა აღმაშენებლის გამზირზე, #21 საჯარო სკოლასთან.

"სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები სკოლასთან ორმხრივ ჭრილში დამონტაჟდა. საპატრულო პოლიციასთან ერთობლივი კონსულტაციების შედეგად, მსგავსი ტიპის სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება, რადგან "სპეციალური სერვისებისთვის" მძღოლებისა და მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილება თანაბრად მნიშვნელოვანია," - განაცხადა "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მჟავანაძემ.