თერჯოლაში 16 ვეტერანს მთავრობისა და გამგეობისგან 1000-1000 ლარი გადაეცა
თარიღი : 10-05-2016, 09:35 | კატეგორია: ახალი ამბები

ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი ომის ვეტერანებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სოფიო ბუსკივაძემ, თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თადარიგის ავიაციის პოლკოვნიკმა გიორგი ლილუაშვილმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა სხვა პირებმა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ლომიძემ მიულოცეს. მათ დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სულ ომის 16 ვეტერანი ცხოვრობს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ მათგანს 600-600 ლარი გადაეცემა, ხოლო მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვეტერანებს დამატებით 400-400 ლარი გადაეცემათ.

დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ჩხარში, საბჭოთა კავშირის გმირის, დავით ჯაბიძის სახელობის მემორიალი გახსნეს, რომელსაც 1946 წლის 15 მაისს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის.
1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.