საბრძოლო მასალების გამოფენა, კონცერტი და ფულადი ჯილდო-9 მაისი ჭიათურაში
თარიღი : 9-05-2016, 18:03 | კატეგორია: ახალი ამბები

ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლის თავი ჭიათურის მუნიციპალიტეტში ომის ვეტერანებთან ერთად აღინიშნა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და ომში დაღუპული ქართველი გმირების პატივსაცემად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილეებმა თემურ ჭუმბურიძემ და ლალი კაპანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზურაბ კუპატაძემ და სოციალური სამსახურის უფროსმა ვლადიმერ სამხარაძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და მათთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ვეტერანებს კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრმაც უმასპინძლა. სპეციალურად მათთვის ანსამბლმა „ჩანგმა“ ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა. აქვე მოეწყო მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქართველ გმირთა ფოტოებისა და ომში გამოყენებული საბრძოლო მასალების გამოფენა.

ომის ვეტერანებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მილოცვის ბარათები გადასცეს. ღონისძიებების დასრულების შემდეგ, კულტურის ცენტრი ვეტერანებს სადღესასწაულო სადილით გაუმასპინძლდა.
დღესდღეობით ჭიათურის მუნიციპალიტეტში 19 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ცხოვრობს. თითოეულ მათგანს მუნიციპალიტეტისგან პირად ანგარიშზე 500 ლარი ჩაერიცხა,ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მისალოც ბარათთან ერთად, მთავრობის გადაწყვეტილებით ჯილდოდ 600 ლარი გადაეცათ.