Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი ვაშაძეს ქუთაისელმა მხარდამჭერმა საკუთარი ბინა დაუთმო

თარიღი : 9-05-2016, 17:09 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
ქვეყნის მასშტაბით, გიორგი ვაშაძის ახალი პოლიტიკური მოძრაობის პირველი ოფისი ქუთაისში გაიხსნა. ოფისისთვის, რომელიც ქუთაისში, ბუხაიძის #24-ში იფუნქციონირებს, ფართი გიორგი ვაშაძის ერთ-ერთმა თანაგუნდელმა დათმო. თავად ვაშაძემ კი განაცხადა, რომ მან ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც უთხრეს, რომ ქუთაისში ახალი პოლიტიკური მოძრაობის ოფისის იხსნებოდა.

"პოლიტიკისთვის არ არის საჭირო დიდი ფული, საჭიროა დიდი გული. ოფისისთვის ფართი ჩვენმა თანაგუნდელმა დათმო. მეც ვაპირებ, რომ სოფელში ჩემი სახლი ოფისად გადავაკეთო. ასე იქნება ყველგან.

ჩვენ შემოგვიერთდნენ ახალგაზრდები და მათ ძალიან მაგარი მსველობა მოაწყვეს. ამით კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ჩვენ ვართ ევროპა. ეს არის თაობა, რომელიც ძალიან სწრაფად შეიყვანს საქართველოს ევროპაში და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასაც აღადგენს.

ვთავაზობთ ყველას, შემოგვიერთდით და დავაფუძნოთ ეს ძალიან მაგარი მოძრაობა. ამ ენერგეტიკას ვერაფერი ვერ გააჩერებს.

საერთოდ ვფიქრობ, რომ პარტია ეს არის ჭაობი. ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას და სიტყვა პარტია აღარ გვინდა რომ გამოვიყენოთ, ხოლო რა ერქმევა ამ მოძრაობას, ეს ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ. შესაბამისად, გვაქვს გამოკითხვები და ველოდებით იდეებს.

რაც შეეხება წევრებს, მოძრაობის წევრია ყველა. ეს მოძრაობა იქნება არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ადამიანის და ვისარგებლებთ ერთნაირი ხმის უფლებით. ის ყველასთვის ღიაა. თაობა ისეთი მოდის, რომ 15-16 წლიდან ეს ადამაინები უკვე ჩამოყალიბებული არიან. ძირითადი ნაკადი არიან სტუდენტები. ასევე, 25-27-30 წლის ადამიანები. მთავარია ის, რომ ყველა თაობა შეიკრიბება.

მოძრაობის გეგმაა ის, რომ დავამარცხოთ სიღარიბე, დავამარცხოთ უმუშევრობა, ავაშენოთ ქვეყანა და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად. ინოვაციასა და გაუმჯობესებას შორის განსხვავება ის არის, რომ გაუმჯობესების დროს ათი პროცენტით უკეთეს შედეგს იღებ, ხოლო ინოვაციის დროს ათჯერ უკეთესს შედეგს. ჩვენ შეგვიძლია სწრაფ განვითარებას მივაღწიოთ თუ იმ ტვინებს ჩავრთავთ საქმის პროცესში, რომელიც ქვეყანაში გვყავს,"-განაცხადა ვაშაძემ.

პოლიტიკოსის თქმით, ახალი პოლიტიკური მოძრაობის ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.


ნანახია: 1719-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გიორგი ვაშაძე ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად თანამოაზრეებთან შეხვედრებს მართავს.
აღნიშნული თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 'ნაციონალების' ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა საკუთარი პოლიტიკური ძალის შექმნა
ვაშაძის თქმით, მისთვის ცნობილია ქუთაისშის არსებული პრობლემების შესახებ.
გიორგი ვაშაძემ პრაიმერის ჩატარების ტექნოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისი სიღარიბით პირველი ქალაქია საქართველოში და მას
ვაშაძის განცხადებით, მის პოლიტიკურ გუნდს აქვს გეგმა, რომელიც ქუთაისს სრულიად ახალ პერსპექტივას მოუტანს.
დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და მათი პრობლემით
'ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ნიკუშა ნარსია მის კონკურენტს 'ქართული ოცნებიდან' ხალხის იძულებით
გახსნის ცერემონიალზე ახალგაზრდებს გიორგი ჭიღვარიამ და ირაკლი შენგელიამ სიტყვით მიმართეს.

ამინდი