'ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს',- ქუთაისში 'ვეფხისტყაოსნის' საჯარო კითხვა გაიმართება
თარიღი : 9-05-2016, 15:52 | კატეგორია: ახალი ამბები

2016 წლის 14 მაისს, თამარობას, 12:00 საათზე, „ოქროს ჩარდახში“ ღონისძიება- „ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“ გაიმართება.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად არის გამოცხადებული. ქალაქის სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვას ა(ა)იპ „ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ფოლკლორის კაბინეტი ხელმძღვანელობს. მიმდინარე წელს კაბინეტი ზრდის ,,ვეფხისტყაოსნის“ კითხვის მასშტაბებს და კითხვას ატარებს რეგიონების სკოლების ( და არა მარტო სკოლების ) მონაწილეობით. კითხვაში მონაწილეობის მიღება სკოლის მოსწავლეების გარდა, ასაკის მიუხედავად, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, მათ შორია პედაგოგებსაც.
ღონისძიების მიზანს ,,ვეფხისტყაოსნის’’ ზეპირად კითხვის ტრადიციის გაგრძელება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.
ღონისძიებას უხელმძღვანელებს ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ფოლკლორის კაბინეტი და მისი ხელმძღვანელი ნატო მანდარია.
ის მონაწილეები, რომლებიც წარმოჩინდებიან დიდი მოცულობის ტექსტის ზეპირი ცოდნითა და საუკეთესო მხატვრული კითხვით, დაჯილდოვდებიან სიგელებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.