წყალტუბოში 'თავისუფალი დემოკრატების' კოორდინატორს აშინებენ

„თავისუფალი დემოკრატების“ წყალტუბოს რაიონული ორგანიზაცია ხელისუფლებას კოორდინატორების დაშინებაში ადანაშაულებს.
პარტიის წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ მაია შალამბერიძემ განაცხადა, რომ მათი პარტიის კოორდინატორ ავთანდილ ედიბერიძეს უცნობმა პირმა დაურეკა და წინასაარჩევნო აგიტაციის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემების შექმნით დაემუქრა.
„თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ წყალტუბოს რაიონის სოფელ წყალტუბოში შუალედურ არჩევნებში დამარცხებას ელოდება, რის გამოც, ოპონენტების ჩამოშორებას მსგავსი ხერხებით ცდილობენ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ავთანდილ ედიბერიძე არ შეშინდება და განაგრძობს ჩვენს პარტიასთან ერთად მუშაობას, ხოლო ის ადამიანი, რომლემაც მასზე ზეწოლა განახორციელა, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ცუდია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყოფილი ხელისუფლების წინასაარჩევნო ხერხებს იმეორებს“, - აცხადებს მაია შალამბერიძე.
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ ეხმაურებიან.
„ქართული ოცნების“ წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ ცოტნე ზურაბიანის თქმით, წინასაარჩევნოდ ოპონენტების დაშინება „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხორციელდებოდა, ხოლო მსგავს ხერხებს „ქართული ოცნება“ არ მიმართავს.