Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამორტიზებული გზის გამო ქუთაისში, სასწრაფოს ავტომობილი პაციენტამდე ვერ მივიდა

თარიღი : 9-05-2016, 14:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩის მე-2 შესახვევში დაზიანებული გზის გამო, პაციენტთან გამოძახებული სასწრაფო დახმარების მანქანა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა. როგორც თვითმხილველები Topnews.com.ge-სთან საუბარში ამბობენ, ბევრი მცდელობის შემდეგ სასწრაფოს ბრიგადამ მანქანა ადგილზე დატოვა და პაციენტის სახლამდე ფეხით ავიდა.
http://topnews.com.ge/photo/news/20160509143642.png

„სოფლის ორღობეში არ იქნება ისეთი მდგომარეობა, აქ რომ არის. სასწრაფოს მანქანამ იბუქსავა, იბუქსავა და დანიშნულ ადგილამდე მაინც ვერ მივიდა. შემდეგ ისევ ფეხით წავიდნენ სადაც უნდა მისულიყვნენ. პაციენტის გადაყვანა რომ ყოფილიყო საჭირო, ალბათ ბეჭზე მოვისვამდით და წავიყვანდით,“-განაცხადა თვითმხილველმა, რომელმაც საუბრისას ვინაობის არ ისურვა.

თვითმხილველების განცხადებთ, თვეებია, რაც მწვანეყვავილას ქუჩაზე გზის პრობლემა დგას. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, თითქმის ერთი წლის წინ გზა მილების გასაყვანად აიყარა, რის შემდეგადაც ტერიტორიის გარკვეული ნაწილის შეკეთება აღარ მოხდა. ადგილობრივები მოუწესრიგებელი გზისგან გამოწვეულ საფრთხეებზეც საუბრობენ.

„მთელი ზამთარი გადაირა ამ გზამ. თავიდან მოსახლეობამ ჩვენი სახსრებით დავაგეთ ბეტონის გზა დაახლოებით 120 მეტრზე,შემდეგ წყლის გაყვანილობების მოსაწესრიგებლად მოვიდნენ, ჩაყარეს მილები, გადააყარეს მიწა და დატოვეს ასე. ეს ქუჩა აღმართია, შესაბამისად წვიმაში და ცუდ ამინდში მოდის წყალი და ჩანჩქერი დგება ქუჩაში. ამ აღმართზე სამუშაოების შემდეგ არანაირი ყურადღება არ მოუქცევიათ, არც ის უთქვამთ რომ გააკეთებდნენ და არც ის უთქვამთ, რომ არ გააკეთებდნენ. მანქანებიც ზიანდება, ტაქსიც ვერ ამოდის ამ ტერიტორიაზე. ადამიანებისთვისაც კი სახიფათოა უკვე ეს გზა,“- აცხადებენ ადგილობრივები.


ნანახია: 1308-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორას მოსახლეობა გზას ითხოვს.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ჩატარებული წყლის სისტემისა და გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, გზის ნაწილი
3 წლის წინ ადგილზე წყალგაყვანილობის მილები შეიცვალა, რისთვისაც ქუჩა მთლიანად გადაითხარა. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ
ქუთაისში სულხან-საბას მოსახლეობამ აქცია გამართა.
ქუთაისში, ლესელიძის მეორე ჩიხში გზის პრობლემა წლებია რაც აწუხებთ.
38 წლის ქალბატონო გარდაგვეცვალა რამდნეიმე დღის წინ იმის გამო, რომ დილით გამოძახებული სასწრაფო ღამით მოვიდა.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
ქუთაისში, იოანე პეტრიწის მეორე ჩიხში ბეტონის საფარი არ არის. ქუჩის ერთ-ერთი მოსახლე ამბობს, რომ აღნიშნულის გამო ჩიხში შესვლას თავს ტაქსებიც არიდებენ.
მიმდინარე წლის ბიუჯეტმა 54 მილიონი შეადგინა
ქუთაისის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. ფრაქციის

ამინდი