Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, ფეროს თანამშრომლების დაგეგმილ აქციაზე 5 კაცი მივიდა

თარიღი : 9-05-2016, 13:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში, ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლების მიერ დაანონსებული აქცია-გაფიცვა ვერ გაიმართა.

ქარხნის თანამშრომლებს სამსახურის შენარჩუნების, ხელფასების გაზრდისა და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნით, აქციის გამართვა დღეს ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა 1 800 ადამიანის ნაცვლად, აქციაზე მხოლოდ 5 ადამიანი შეიკრიბა.

"ადამიანები დააშინეს და უთხრეს, რომ თუ აქციაზე გამოვიდოდნენ, სამსახურს დაკარგავდნენ. დღეს ისეთი ცხოვრებაა, რომ სამსახურის დაკარგვა ყველას ეშინია. დღევანდელი აქცია-გაფიცვის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ჭიათურის მაღაროების მსგავსად, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანაც არ დახურულიყო. მე პირადად, იმის გამო, რომ ქარხანაში არ შევსულიყავი და თანამშრომლებისთვის აქციაზე გასვლისთვის არ მომეწოდებინა, სამსახურში შესასვლელი ე.წ. გასაღებიც კი დამიბლოკეს“, - აცხადებს აქციის მონაწილე კახა მაჩიტიძე.

ბრალდებებს „ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზაქარია ზალიკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ფეროშენადნობქარხანაში დასაქმებული არც ერთი თანამშრომლის გათავისუფლება არ მომხდარა.

რაც შეეხება დაანონსებულ აქციას, ის აქციის ჩატარების მიზეზს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ქარხანა არ დაიხურება.


ნანახია: 2474-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლების აქციას პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ზესტაფონის ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიყვანაში ბრალი ფეროშენადნობ ქარხანას მიუძღვის.
ფეროშენადნობ ქარხანაში დასაქმებულთა აქციას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები შეუერთდნენ, რომლებიც აქციის
როგორც ნანუაშვილმა განმარტა, მუშების მხრიდან ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ ქარხანაში მათ რთული სამუშაო პირობების შერსულება
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აქციაზე ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებათა დირექტორის მაია პაქსაძის დავალებით მივიდნენ.
ზესტაფონში, ფეროშენადნობი ქარხნის მუშაობა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გაჩერებული იყო.

ამინდი