Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ენერგეტიკული სასმელები-ენერგიის თუ უძილობის და დეპრესიის წყარო?

თარიღი : 9-05-2016, 12:51 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
ენერგეტიკული სასმელი ეს არის მატონიზირებელი სითხე, რომელიც ადამიანს ენერგიის მცირეხნიან მოზღვავების შეგრძნებას აძლევს. მისი ზემოქმედებით ადამიანის შინაგანი რესურსები მობილიზდება.

ენერგეტიკული სასმელები საკმაოდ პოპულულარულია ახალგაზრდებში, მოზარდებში, ღამის კლუბების მოყვარულებსა და მათში, ვისაც სურს, იყოს მხნედ.

ენერგეტიკული სასმელი უალკოჰოლო ან სუსტი ალკოჰოლური სასმელია. ის ადამიანს მატებს ენერგიასა და მხნეობას, უქრობს დაღლილობას და აფხიზლებს. რაც შეეხება გემოს, აღნიშნული სასმელი უმნიშვნელოდ თუ განსხვავდება ჩვეულებრივი გაზიანი სასმელებისგან, მაგრამ მწარმოებლები მათში ვიტამინებს, ნახშირწყლებსა და კოფეინს ამატებენ.

ჩვეულებრივ, ენერგეტიკული სასმელების შემცველობა შემდეგია: კარბონატის წყალი, სახაროზა, გლუკოზა, მჟავიანობის რეგულატორი, დამჟანგავი ციტრატული მჟავა, ტაურინი, კოფეინი, გლუკორონოლაქტონი, ინოზიტოლი, ვიტამინები, არომატიზატორები და ფერები.

მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული სასმელების ზემოქმედებით გაზრდილი ენერგია და ორგანიზმის სიმხნევე მომხმარებლისათვის საკმაოდ მიმზიდველია, ექიმები აღნიშნავენ, ეს სასმელი ჯანმრთელობისათვის მავნებელია.

დიაბეტის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ენერგეტიკული სასმელები მხოლოდ კოფეინის შემადგენლობითაც კი დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.

საინტრესოა ის ფაქტიც, რომ თუ ენერგეტიკული სასმელის ქილა იუწყება, რომ მასში შაქრის შემცველობა 0%-ია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის მავნებელი არ არის.

ექიმების თქმით,ენერგეტიკული სასმელი არ უნდა დალიონ ბავშვებმა, ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა, კუჭის წყლულისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებმა.

ასევე, არ შეიძლება დღეში ერთ ქილაზე მეტი ენერგეტიკული სასმელის მიღება, ის ძლიერ ზეგავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე. არ შეიძლება ალკოჰოლს შერევა - კოფეინი და ალკოჰოლი ანტიპოდებია: პირველი ამხნევებს, მერე კი ადუნებს. ამასთან, კოფეინი აძლიერებს ტვინზე ალკოჰოლის ზემოქმედებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი ერთ-ერთი ნივთიერება ტაურინი იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, არტერიულ წნევასა და ტაქიკარდიას, დიდი რაოდენობით მიღებისას კი არც ინფარქტია გამორიცხული.

,,ახალგაზრდებს ჰგონიათ, თუ ენერგეტიკულ სასმელებს მიიღებენ, მათ მოემატებათ გონების სიმხნევე, თუმცა ეს ასე არ არის. აღნიშნული სასმელები პირველ რიგში აზიანებს ღვიძლს და საკმაოდ ცუდ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე,"-აცხადებს კლინიკა "გგ"-ს ხელმძღვანელი, ექიმი გელა გოქაძე.

,,ბავშვისთვის არც გაზიანი და არც ენერგეტიკული სასმელების მიღება არაა რეკომენდირებული, რადგან მსაგვსი სასმელები ბავშვის აღგზნებას და ტონუსში მოყვანას იწვევს," - აცხადებს ექიმი პედიატრი ქეთევან ქილიფთარი.

ენერგეტიკული სასმელების მოხმარებით ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებას იწყებს. შეიძლება ითქვას, ვალად იღებს მათ საკუთარი მარაგიდან, რასაც ადრე თუ გვიან ენერგეტიკულ სასმელებზე დამოკიდებული ადამიანები საუკეთესო შემთხვევაში უძილობამდე, გაღიზიანებამდე და დეპრესიამდე მიჰყავს.

ნათია სვანიძე


ნანახია: 1120-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოლო ოთხი თვის მონაცემით ენერგეტიკულ სასმელების გაყიდვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა.
რატომ არ უნდა მიაყოლოთ ალკოჰოლს ტკბილი გაზიანი სასმელები?
ცენტრში აღნიშნავენ, რომ ზაფხულში რეკომენდირებული არაა გაზიანი სასმელების მიღება.
კოფეინი აჩქარებს მეტაბოლიზმს.
სტომატოლოგებმა ის პროცედურები და წამლები დაასახელეს, რომლებიც დამანგრევლად მოქმედებს კბილის ემალზე.
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და მათი პრობლემით
'ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ნიკუშა ნარსია მის კონკურენტს 'ქართული ოცნებიდან' ხალხის იძულებით
გახსნის ცერემონიალზე ახალგაზრდებს გიორგი ჭიღვარიამ და ირაკლი შენგელიამ სიტყვით მიმართეს.

ამინდი