გიორგი ვაშაძე თანამოაზრეებს ქუთაისში ეძებს

"ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი ლიდერი გიორგი ვაშაძე ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად თანამოაზრეებთან შეხვედრებს მართავს. ვაშაძის მორიგი შეხვედრა 9 მაისს, ქუთაისში გაიმართება.
ახალ პოლიტიკური ძალაში მსურველთა გაერთიანებისათვის პოლიტიკოსმა თავის გვერდზე რეგისტრაციის ბლანკი შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა:
"ცოტა დამიგვიანდა, ესეც რეგისტრაციის ლინკი. ჩემი განცხადების შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა. დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. ვიწყებთ ახალი მოძრაობის ფორმირებას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ყველა თაობის სრულიად ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმებით.
დიდი მადლობა ამხელა თანადგომისთვის, შევეცადე ყველასთვის გამეცა პასუხი, იმ თბილი სიტყვებისთვის, რაც მომწერეთ. ესეთი დამოკიდებულება მაგრად გვაძლიერებს, მე მაგალითად უშრეტ ენერგიას მაძლევს.
აქ არის ბმული თქვენთვის, ვისაც სურს ჩაერთოს ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებაში.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
დავიწყოთ,"– წერს დეპუტატი.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე დღის წინ დატოვა. არაოფიციალური ვერსიით, ვაშაძეს საარჩევნო სიის პირველ ათეულში სურდა მოხვედრა, რაზეც უარი მიიღო.